ჩემ შესახებ

სპორტი



  სკოლა ,,აკადემოსში" სპორტის სწავლება აქტიურად მიმდინარეობს სამივე საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო,საშუალო)

სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, რაც ნიშნავს იმას, რომ სპორტის სწავლებაც სწორედ ამ მოდელის მიხედვით მიმდინარეობს და მოსწავლეებს გაკვეთილები იმ მეთოდების გათვალისწინებით უტარდებათ, რომლებსაც ეს მოდელი ითვალისწინებს.

დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური დავალებები დაწყებით და საბაზო საფეხურზე. რაც შეეხება საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მათაც საინტერესო და მრასვალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს ვთავაზობ.

რაც შეეხება შემაჯამებლებს, ამ შემთხვევაშიც ახალი სკოლის მოდელს ვეყრდნობი და ვცდილობ კომპლექსური დავალების ფორმატს მოვარგო.

საჭირო ლიტერატურა და რესურსები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ სპორტის გაკვეთილებზე დასახული მიზნის მიღწევის მიზნით.

👇

ახალი სკოლის მოდელი. გზამკვლევი. დააჭირეთ სმაილს 😊

სპორტის სტანდარტი. დააჭირეთ სმაილს😊

წლიური პროგრამა. დააჭირეთ სმაილს.😊

საბაზო-საშუალო საფეხურის გზამკვლევი. 😊

კურიკულუმი მე-7 კლასი 😊

SOLO ტაქსონომია შიდა სასკოლო ფესტივალში მოსწავლეთა შესაფასებლად. 😊

საკითხები თემატურ-კალენდარული გეგმით. 😊

მეშვიდე კლასის კურიკულუმი.😊

ერთი კლასის მატრიცა. ნიმუში. 😊

დისტანციური სწავლების გზამკვლევი. 😊

-----------------------------------------------------------------------------------


                             შიდა სასკოლო ჩემპიონატი



                             ---------------------------------------

                                        გაკვეთილის გეგმა

 

საქმიანობის ტიპი

„მინი ფეხბურთი“

მასწავლებელი

ბიჭიკო ოჩიგავა

კლასი

8

მოსწავლეთა რაოდენობა

9

სასწავლო მიზნები

მოსწავლეთა ჯანმრთელობის განმტკიცება და ფიზიკური მომზადება, განვითარება.სპორტული ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო ფიზიკური თვისებებისა და შესაძლებლობების განვითარება. სპორტული ტექნი

😊

კური ილეთების დაუფლება.მინი ფეხბურთში მეკარის ტექნიკის შესწავლა და სიზუსტეზე თამაშები.

ესგ-თან კონკრეტულ მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა.

               მსპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლიასპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:

·           აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;

·           მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;

·           დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;

·           შეჯიბრისა და ვარჯიშების წინასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა

იციან ფეხბურთში ბურთის ფლობა თავით.ბურთის ტარებას (დრიბლინგი) და ფინტი (ცრუ მოძრაობა), შეტევის დაგვირგვინება.

წინა საშეჯიბრო მოსამზადებელი მსვლელობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1საათი და 30 წთ.

მისალმება .

სამწყობრო ვარჯიშების შესრულება:

·         ადგილზე სიარული

·         სიარული წრეზე.

 

ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები

·         ლახტით ხტუნვა ადგილზე.

·         ტყუპი ფეხით ხტუნვა.

·         სკინკილით ხტუნვა

 

 

         სპეციალური მიმყვანი ვარჯიშევი:

·         კედლიდან სწრაფი გამორბენა და უკან გარბენაზურგით.30 მ-ზე სისწრაფე.

·         დგომში თავის მიტანა მუხლებთან.

·         ხელის თითებით მივწვდეთ მიწას.

·         მუშტებით მივწვდეთ მიწას.

·         ჯდომში , ფეხები ერთად, გაშლილი წინ, წინდახრა ხელების წინ გატანით.

·         ხელის თითებით მივწვდეთ ფეხის თითებს.

·         ხელები მოვკიდოთ ფეხის ტერფებს და შუბლი მივიტანოთ მუხლებთან.

·          

 

 

 

წინარე ცოდნის განმტკიცება. გაიმეორებენ

ფეხბურთში ბურთის ფლობას თავით.ბურთის ტარებას (დრიბლინგი) და ფინტი (ცრუ მოძრაობა), შეტევის დაგვირგვინება.

 

მასწავლებელი აცნობს ახალ შესასწავლ თემას და დამხმარე მოსწავლის საშუალებით აჩვენებს:გადავდივართ  მეკარის ტექნიკის შესწავლაზე. და სიზუსტეზე  თამაში. მასწავლებელი  აძლევს მითითებას და დამხმარე მოსწავლე კარში ახორციელებს შემდეგ მანევრებს: მომზადება ,ბურთის დარტყმისას ბურთის მიმართულებით გადახტომა,  მასწავლებელი  მინი ლექციის სახით უხსნის რომ ბურთი როდესაც გადაკვეთს კარის მიმართულებით ხაზს და არავის შეეხება მაშინ მეკარეს  თავისუფალი დარტყმით ბურთი შეყავს თამაშში. ბურთს დებს საჯარიმოსს ხაზზე და ურტყავს ფეხს ,ამ დროს ბურთზე არ მიდის მოწინააღმდეგე გუნდი, ხოლო თუ მეკარემ მოიგერია ბურთი და ხელში აიღო  მაშინ შეუძლია ხელით ან ფეხით შეიყვანოს ბურთი თამაშში. მეკარეს  თავისი თანაგუნდელისგან მიგორებული ბურთის ხელში აღება არ შეძლია.გუნდის ყველა მონაწილე შეასრულებს მეკარის ფუნქციას რათა მასწავლებელმა  გამოკვეთოს  საუკეთესო მონაცემების მოსწავლე რომელიც გაწევს თამაშის დროს მეკარეობას.

ვათამაშებ პენლებს ,ეს არის  ბურთის კარში დარტყმა . და კარის გარშემო დავაყენებ მოსწავლეებს რომლებიც სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა სიძლიერის ბურთებს დაურტყავენ მეკარეს და ერთმანეთს ზუსტ-სწორ პასს გადასცემენ,გაათამაშებენ და  შემდეგ მეკარეს დაურტყავენ.

 

გავყოფ მოსწავლეებს ორ ჯგუფად,ერთნაირი შესაძლებლობების მქონე მოსწავეებით დ ვათამაშებ მინი ფეხბურთს, სადაც შესწავლილი ელემენტების  სრულყოფა ,დახვეწა მოხდება.  პარალელურად მასწავლებელი  აძლევს მოსწავლეებს  სიტყვიერ  განმავითარებელ  შეფასებას,გარკვეულ ტექნიკური ელემენტის სწორად თუ არასწირად შესრულების შემთხვევში.

 

მოთელვითი ვარჯიშებით სრულდება ამ ეტაპზე  წინა საშეჯიბრო მზადება და დავალებად ეძლევათ  აღნიშნული ელემენტებისა და ტექნიკის დახვეწა, თამაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესურსი.

ბურთები, ლახტი. სასტვენი, წამზომი, წიგნი სასკოლო ფეხბურთის ვარჯიშების კრებული.

 ----------------------------------------------------------------------------------

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჩართულობა და თანამშრომლობა
მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს  საგაკვეთილო აქტივობებში,მაგრამ ნაკლები ინტენსივობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევებს,რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. უჭირს თამაშისას გუნგური წესების დაცვა.
აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები, ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას, ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებელთან და მოსწავლეებთან,რაც ხელს უშლის  გუნდური თამაშის წესების დაცვას.
აქტიურადაა  ჩართული  საგაკვეთილო პროცესში და თანამშრომლობს როგორც მასწავლებელთან ასევე თანატოლებთან.
მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას. წინააღმდეგობრივი ბარიერის შემთხვევაში ადვილად პოულობს გამოსავალს.
იცავს გუნდური თამაშის წესებს.
ტაქტიკური მომზადება
უჭირს  თამაშისას ტაქტიკური მოქმედების შესრულება,რომელიც მდგომარეობს თამაშის ნაწილების შერჩევასა და განლაგებაში
შეუძლია თამაშის პროცესის წარმართვა ,შერჩევა და განლაგება თუმცა უშვებს შეცდომებს
გააზრებული და გათვალისწინბული აქვს    თამაშის წარმართვის მოქმედების შესრულება,რომელიც თამაშის ნაწილების შერჩევისა და განლაგებიდან გამომდინარეობს.
ტექნიკური მომზადება
(სპეციალური ილეთების კომპლექსი)
ასრულებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ, მალე იქანცება. უჭირს დროულად მოძრაობის დაწყება ან  შეწყვეტა  მასწავლებლის ნიშანზე.
ბურთის გადაცემისას უშვებს შეცდომებს უჭირს ბურთის ფლობა/მიღება გადაცემა შეუძლია წახტომის შესრულებას.
ვარჯიშობს, ხანდახან ასწრებს მოძრაობას მასწავლებლის ნიშანს.ახერხებს ბურთის გადაცემას/მიღებას თუმცა აქვს მცირე ხარვეზები.კადგად  ასრულებს გადაადგილებისას წახტომს.
კარგად ასრულებს ვარჯიშებს .იწყებს ან წყვეტს მოძრაობას მასწავლებლის ნიშანზე.
ფლობს ფრემბურთის ტექნიკის ილეთებს ,შეუძლია ბურთის ფლობა ,მიღება /გადაცემა;
გადაადგილებისას წახტომები.
ინტელექტუალური- ფსიქოლოგიური მომზადება
უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის  დაცვა და გამოხატავს აგრესიას.
ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებს,იცავს წესებს, ისწრაფვის გამარჯვებისაკენ. შეუძლია ემოციის მართვა.
ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს.
მიზანდასახულია,ისწრაფვის  გამარჯვებისაკენ.
ემოციურად გაწონასწორებულია.

-----------------------------------------------------------------------------------

განმავითარებელი შეფასება

   განმავითარებელი შეფასება
ტექნიკური  და ტაქტიკური ელემენტების აღწერა
                  შეფასება
კარგად ფლობს დგომებს (მდგრადი, ძირითადი და არამდგრადი.)გადაადგილებებს, ბურთის მიღება/ჩაწოდებასგადაცემას, გათამაშებას, ბურთის  ქვედა პირდაპირ ჩაწოდებას .
შეუძლია თვითკონტროლი,ემოციის მართვა, იცავს თამაშის წესებს და უსაფრთხოებას,თამაშობს სამართლიანად,და აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის.

კარგი
შეუძლია თამაშისას მდგრადი, ძირითადი და არამდგრადი დგომების გამოყენება,გადაადგილება,მაგრამ თამაშისას უყურადღებოა.
ბურთის მიღება ჩაწოდებისას უშვებს შეცდომებს
·         ზედა ბურთს იღებს თითებით და არა ხელის მტევნით.
·         დაბალ ბურთს იღებს უკეთესად შეკრული ორი ხელით.
·         შეუძლია სწრაფი ბურთის აღება „ტოპკის“ დაერტყმით.
·         შეუძლია ბურთის გათამაშება.
იცის ბურთის  ქვედა პირდაპირი ჩაწოდება.
თამაშისას ნაკლებად იცავს თამაშის წესებს ,დისწიპლინას,უსაფრთხხოებას, სამართლიანობას.შეუძლია ემოციის მართვა.
 აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის.

 საშუალო
 თამაშისას ეშლება სწორად  დგომები და გადაადგილებები.უჭირს ბურთის მიღება ორი ხელით როგორც ზედა ბურთის ასევე ქვედა ბურთის მიღება გადაცემა, ბურთის გათამაშება.
ქვედა პირდაპირი ჩაწოდებისას ბურთს ხშირად არასწორი ტრაექტორიით ისვრის,არ იცავ დისწიპლინას ,უსაფრთხოებას. არღვევს თამაშის წესებს,ვერ აკონტროლებს ემოციას,არასამართლიანია,ვერ აცნობიერებს ფიზიკური ვარჯიში თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთლობის განმტკიცებისათვის
უჭირს



---------------------------------------------------------------------------------------------------------------

საბაზო საფეხურის  ეროვბული სასწავლო გეგმა სპორტში 2018-2014 სწ.


http://ncp.ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis




დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა სპორტში.


http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

No comments:

Post a Comment