პირველი გადაცემა ,, სოციალურ ქსელებსა და ყალბ ამბებს" მივუძღვენით. ამჯერად წამყვანის ამპლუა მოვირგე და შევეცადე მომავალი წამყვანებისთვის მაგალითი მიმეცა. გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. პირველმა გადაცემა ნათლად დამანახა ის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაზეც ერთობლივად ვიზრუნებთ.
-----------------------
რიგით მეორე გადაცემა კი დედისა და ქალთა დღეს მიეძღვნა. წამყვანის როლებიც ამჯერად მესვიდე კლასის მოსწავლემ ლაშა თოდუამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარიამ დონდოლაძემ გაინაწილეს. გადაცემაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
რიგით მესამე გადაცემა თემაზე ,, ეკოლოგიური პრობლემები" ინგლისურ ენაზე ჩაიწერა. მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გარემოს დაცვით საკითხებს. გადაცემაში მონაწილეობდნენ მერვე-მეცხრე კლასების მოსწავლეები, რომლებმაც დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვეს თავი. განივითარეს ინგლისურად მეტყველებისა და კომუნიკაციის, ინტერაქციის, აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარ-ჩვევები.
----------------------
ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემების ნახვას შეძლებთ მოცემულ მისამართებზე:https://www.youtube.com/watch?time_continue=24&v=u6HQq3vFJiw&feature=emb_logo
https://www.youtube.com/watch?v=CSnoA3uXrmk&t=254s
https://www.youtube.com/watch?v=Q9PDZpE4j0E
https://www.youtube.com/watch?v=LesP8kw6Iyo
https://www.youtube.com/watch?v=44SNaSZ0Mb8&t=105s
https://www.youtube.com/watch?v=wmZ4A7JkxnM&t=19s
https://www.youtube.com/watch?v=HEmW4l6AOGY
https://www.youtube.com/watch?v=evK08Rn49PU&t=12s
No comments:
Post a Comment