ჩემ შესახებ

ახალი სკოლის მოდელი და კომპლექსური დავალებები

 კომპლექსური დავალება თემაზე ,,ადამიანური ღირებულებები.

მერვე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. კომპლექსური დავალების პირობა თავიდანვე შესანიშნავად გაიაზრეს და გრძელვადიანი აქტივობის ბოლოს, ძალიან ორიგინალური და მიზნის შესაბამისი პროდუქტებიც შექმნეს.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა მიზნად ისახავდა ადამიანური ღირებულებების წარმოჩენას და ამ მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრას. განივითარეს გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი აზროვნების, ზეპირმეტყველებისა და ნაშრომის პრეზენტირების უნარები.
გაეცნენ ახალ ლექსიკურ და გრამატიკულ ერთეულებს, რომელთა რეალურ სივრცეში ტრანსფერიც მოახერხეს ნამუშევრების პრეზენტაციისას.
შექმნილი პროდუქტები:
• ღირებულებათა ხე
• პოსტერი-ჩვენი ფიქრები
• პოსტერი- რჩევები ფსიქოლოგებისგან.
• ტრანსპარანტები თემაზე - ,,ჩვენ ვითხოვთ“
ბავშვები, რომლებსაც შემიძლია დავეყრდნო:*
ზოგადად ძალიან გამიმართლა, რომ ამ სკოლაში ასეთი მოსწავლეები დამხვდნენ. უბრალოდ მოინდომე, იდეა შესთავაზე და ბოლოს დაჯექი და მოუსმინე:*








------------------------------------------------------------------------------------

კომპლექსური დავალების თემა: .. Environmental problems"

გარემოსდაცვით პრობლემებზე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კლასთან ერთად ნოემბერში განვიხილე. მოსწავლეებმა თავიდანვე გამოთქვეს მზაობა სამუშაოსადმი. ფუნქცია-მოვალეობების დელეგირების შემდეგ იდეების გენერირების დრო დადგა, რომლის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო აქტივობები დაგეგმეს. განიხილეს იმ პროდუქტთა ჩამონათალი, რომლებსაც კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნიდნენ. საბოლოო ჯამში საკმაოდ შრომატევადი, თუმცა შემოქმედებითად მრავალფეროვანი სამუშაო გამოუვიდათ. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ. მოსწავლეებს განუვითარდათ: გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი, კვლევა-ძიების, ორგანიზებულობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

კომპლექსური დავალების მატრიცის სანახავად დააჭირეთ ამ სმაილს😊
კომპლექსური დავალების რეფლექსიის სანახავად დააჭირეთ ამ სმაილს😊
277109523_708922020113212_5711481865615800429_n.jpg
DhudzSUUwAIiVbg.jpgC:\Users\user\Downloads\277294408_1460956320969135_3110323124079902575_n.jpg276988113_708922116779869_6017778406788346854_n.jpg
DhudzSUUwAIiVbg.jpg
C:\Users\user\Downloads\277294408_1460956320969135_3110323124079902575_n.jpg


No comments:

Post a Comment