ჩემ შესახებ

ჩემი სადამრიგებლო კლასი

სკოლა ,,აკადემოსი"-ში  მე-11 კლასის დამრიგებელი ვარ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ასეთი მოწესრიგებული, განათლებული, აკადემიურად მოწესრიგებული და ადამიანური ღირებუებებით დაჯილდოვებული მოსწავლეების გვერდით მიწევს მუშაობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში სწორედ ეს კლასი დამეხმარა.

კლასში სულ ექვსი მოსწავლე ირიცხება. ერთი გოგო და ხუთი ბიჭი. მართალია პირველი სემსტრი ფაქტობრივად დისტანციურად ერთვებოდნენ გაკვეთილებს.

 

 ს, თუმცა ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მათი სწავლის ხარისხზე, რაც იმ ენთუზიაზმისა და მონდომების დამსახურებაა, რომელსაც სწავლისადმი იჩენენ. გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა, რაც საკუთარი წარმატებული მომავლის წინაშეაკისრიათ და შესაბამისად , გულისყურითა და დიდი მონდომებით ეკიდებიან საქმეს.
ინგლისურ ენაში ექვსივე ფრიადოსანია. 
.  

N

სახელი და გვარი

 პირველი სემესტრის საბოლოო შეფასება

საშუალო

 

1

ბურდული დაჩი

10

10

2

გოგიბერიძე ნიკა

10

 

3

მუკბანიანი ლუკა

10

 

4

რუხაძე ნიკოლოზ

10

 

5

ფანჩულიძე ნია

10

 

6

ჭანკვეტაძე ანდრია

10

 

 ძალიან კარგი შედეგბი აქვთ სხვა საგნებში, თუმცა დეტალებისა  კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გამოტანისგან თავს შევიკავებ

კლასის თითოეული მოსწავლე მაღალი აკადემიური მოსწრებისაა. როგორც აღვნიშნე ძალაინ დიდ ინტერესს გამოხატავენ ინგლისური ენის მიმართ, რაც საბოლოოდ მათ შედეგებზეც აისახება. მარალ დონეზე შეუძლიათ თავი გაართვან ოთხივე დონის( წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი)შესაბამის დავალებებს. მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპისა და დონის სასწავლო ოლიმპიადებში და ძალიან კარგი შედეგებიც აქვთ. კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ ინგლისურ ენოვან ინტელექტუალურ თამაშში ,,ქვიდიჩი“ მაქსიმალური 40 ქულიდან 40 ქულის მოპოვება შეძლო და მეორე ეტაპზე გადავიდა. ერთმა მმოსწავლემ კი 39 ქულის მოპოვება შეძლო.

გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც ორგანიზებული ოყო საგანმანათლებლო პორტალ ეტალონის მიერ და ღირსეულად გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე.

მონაწილეობას იღედნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროგრამირების კურსებშიც.

ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული გამომცემლობა ,,სულაკაურის“  პროექტის ,,ყველაზე წიგნიერის“  ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,, თარგმნე ეპიზოდი“

იმუშავეს სასკოლო პროეტზე ,, გენდერული თანასწორობა“ რომლის წარდგენასაც იანვარში აპირებენ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


                          აქ კი წარმოგიდგენთ სახალისო ინტერვიუს თითოეულ მათგანთან.


ლუკა მუკბანიანი

                                             


1.     1.რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი

დავიბადებოდი, ალბათ იტალიაში, რადგან მათი კულტურა, წეს-ჩვეულებები, ვფიქრობ ყველაზე ახლოა ქართულთან. ამას, რომ თავი დავანებოთ ძალიან მიყვარს ფეხბურთი და იტალიური სიყვარული ფეხბურთთან მიმართებაში საქვეყნოდაა ცნობილი.

2.     ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ

    მინდა მივაღწიო წარმატებას ჩემს სფეროში, არაიმიტომ, რომ სიტყვაზე გავხდე მილიარდერი, ჩემი მიზანი და სურვილი ალბათ უფრო ოჯახის გახარებაა, მათი იმედების გამართლება, რაც ჩემთვის ყველაზე ფასეულია.

3.     ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ

    სიმართლე რომ ვთქვა, არ მქონია რაღაც ბავშვური სურვილები და ოცნებები, პატარაობიდანვე, დავუბრუნდები წინა კითხვას, მსურდა ჩემი მშობლები ყოფილიყვნენ ამაყები ჩემით, ჩემი საქმით და განათლებით.

4.     ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია

     ისევ ვიქნები ბანალური და ვიტყვი ჩემს ოჯახს, სიმართლე, რომ ვთქვა ამაზე ვფიქრობ ხოლმე, ჩემდა უნებურად, მაგრამ როცა სიღრმეებში ,,ჩავდივარ“ მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.

5.     ჩემი მეგობრები ჩემთვის

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემი ყველა მეგობარი არის გამორჩეული, ძალიან არ მიყვარს ,,მცნება" საუკეთესო მეგობარი, ისეთი საკითხები, რასაც სხვა ადამიანები საუკეთესო მოგებრებთან ერთად არჩევენ, მე თავისუფლად შემიძლია იმავე თემებზე, მაგალითად, ჩემს კლასელებს ვესაუბრო.

6.     ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში

    ალბათ შრომის უნარიანობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შრომა, რაღაც მაგალითად სწავლა საათობით, არასდროს ,,დამზარებია", რადგან ძალიან კარგად ვიცი ამ ყოველივეს ფასი.

7.     ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში

ჩემი ფიცხი ხასიათი, ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტები, როცა მაგალითად მიჩხუბია ჩემს მშობლებთან და ის მალევე მინანია.

8 .მჯერა, რომ

მივაღწევ წარმატებას და ავასრულებ ჩემს ყველა არაოცნებას, ჩემს ყველა მიზანს.

9.     ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ

     ერთგულებას, რადგან ეს მცნება პირადად ჩემთვის ყველაზე ფასეულია და სწორედ, მძიმე მომენტებში ჩნდება თუ ვინაა შენი ერთგული.

10.  მასწავლებელი რომ ვიყო

მაქსიმალურად ვეცდებოდი ვყოფილიყავი იმ ასაკის თუ რა ასაკის ბავშვებთანაც მიწევს მუშაობა და ვიაზროვნებდი ისე თუ რას ვიზამდი მე მათ ასაკში. ეს ყოველივე ყველაზე ნაკლებად ესმის, სამწუხაროდ, მასწავლებლებს.

12. ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს

ამაზე არ ვფიქრობ, მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მაქვს, რადგან ვიცი თუ რა ცუდ მდგომარეობაში არიან, თუნდაც ჩემი თანატოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

13.ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ შინაური ცხოველი, ძაღლი, ვფიქრობ თუ ბავშვს პატარაობიდანვე გავზრდით შინაურ ცხოველთან ერთად, იგი იმ დროიდანვე გაიაზრებს და შეიყვარებს ცხოველებს.

14. ყველაზე მეტად მავიწყდება

თუ რამდენი წლის ვარ, დღესაც მჯერა, რომ ვარ ბავშვი, რომელსაც წინ მთელი სკოლის პერიოდი აქვს იმისთვის, რომ გაიზარდოს, როგორც მენტალურად, ისე შინაარსობრივადაც.

15. მინდა დამიმახსოვრინ, როგორც

მიზანდასახული ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით მიაღწია უდიდეს წარმატებას და გახდა მისაბაძი ადამიანი უკვე მომდევნო თაობებისთვის.

16. სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ

აქაც გაგიკვირდებათ, მაგრამ სიმღერები არ მიყვარს, ვფიქრობ არ მაქვს ისეთი დრო, როდესაც უბრალოდ დავჯდები და მოვუსმენ სიმღერას.

17. ის, რისი თმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ

არსებობს ისეთი, რაღაცეებიც რისი გაკეთება მეც ,,მეზარება“

18. მე რომ მშობელი ვიყო

მე რომ მშობელი ვიყო, პირველ რიგში არ ვიქნებოდი ,,უხეში“ და ვეცდებოდი მშვიდად დავმჯდარიყავი ჩემს შვილთან, საუბრით ამეხსნა თუ მაგალითად რა დააშავა მან

19. მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

აუცილებლად, შევცლიდი განათელბის ერთ ფუნდამენტურ საკითხს და ახლა გავშალოთ უფრო მეტად ეს ყოველივე. ამოვიღებდი ისეთ საგნებს, რასაც ბავშვი სწავლობს ,,ძალით“, რადგან იგი უბრალოდ ვალდებულია და ამ მიმართულებით არის სრულიად უმოტივაციო. დავტოვებდი, დაახლოებით, მეთერთმეტე კლასიდან მხოლოდ ისეთ საგნებს, რაც მართლა სჭირდება მას მომდევნო ცხოვრებაში და რის მიმართაც იგი არის მოტივირებული. მეათე კლასის ჩათვლით, თუ საუბარია ყველა საგნის საშუალო განათლებაზე, მასწავლებელი უნდა იყოს იმ კვალიფიკაციის, რომ ეს დონე დააკმაყოფილოს. უკვე მეთერთმეტე კლასიდან მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება თუ რა მიმართულებით უნდათ მათ ცოდნის გაღრმავება. ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ათასობით ისეთი მოსწავლე, რომელსაც აქვს ამ მიმართულებით გარკვეული ,,პრეტენზიები“ განათლების სისტემასთან დაკავშირებით.


--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნია ფანჩულიძე                                                  
1.რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი იაპონიაში.

2.ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ

ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ გავხვდე წარმატებული ქირურგი.

3. ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ

- ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ მყოლოდა ძაღლი.

4. ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია

ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია არის ინტერნეტი..

5. ჩემი მეგობრები ჩემთვის

ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან  ყველაფერი.

6. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში არის პასუხისმგებლობის გრძნობა.

7. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში

ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში არის სოციალური ფობია.

8 .მჯერა, რომ...

მჯერა, რომ მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენ.

9. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ  სამართლიანობას.

10. მასწავლებელი რომ ვიყო

მასწავლებელი რომ ვიყო  ვიქნებოდი სამართლიანი და არა მკაცრი.

11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა

ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა არის ტელეფონი.

12. ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს

ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს არის კიდევ ერთი შინაური ცხოველი.

13.ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ

ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ არის ის,  რომ იყვნენ უკომპლექსოები.

14. ყველაზე მეტად მავიწყდება

-. ყველაზე მეტად მავიწყდება ახალ გაცნობილი ადამიანების სახელები.

15. მინდა დამიმახსოვრინ, როგორც

მინდა დამიმახსოვრინ, როგორც სამართლიანი ადამიანი.

16. სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ

სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ არის  “bring me the horizon-can you feel my heart”

17. ის, რისი თმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ

ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ არის ის, რომ  ხუმრობა ყველასთვის სასაცილო უნდა იყოს.

18. მე რომ მშობელი ვიყო

მე რომ მშობელი ვიყო ჩემს ბავშვს ვასწავლიდი, თუ როგორ დაეცვა თავი და თავისი აზრი გამოეთქვა.

19. მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

-მე რომ განათლების მინისტრი ვიყო არ შევცვლიდი გრანტის აღების პრინციპს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნიკა გოგიბერიძე    

                                   

1.რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი

- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი უკრაინაში . 

2.ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რომ

-ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა, რავი არაფერი .

3. ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ

- ადრეულ ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ სპაიდერმენი ვყოფილიყავი.

4. ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია

-ის, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია , ტელეფონი .

5. ჩემი მეგობრები ჩემთვის

-ჩემი მეგობრები ჩემთვის , მნიშვნელოვანია ;) .

6. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში

-ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში , ღიმილი.

7. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში

--ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში , ზედმეტად კომუნიკაბელური ვარ.

8 .მჯერა, რომ...

-.მჯერა, რომ წარმატებული ვიქნები.

9. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ.

-ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ , ერთგულებას .

10. მასწავლებელი რომ ვიყო

-მასწავლებელი რომ ვიყო , არ ვიქნებოდი.

11. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა

-ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა , ინდივიდუალურობა.

12. ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს

-ის, რაც არ მაქვს და მინდა, რომ მქონდეს , რავი არაფერი , ყველაფერი მაქვს რაც მინდა.

13.ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ

-ის, რაც მე არ მაქვს, და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ მოთმინების უნარი .

14. ყველაზე მეტად მავიწყდება

-ყველაზე მეტად მავიწყდება სახელები.

15. მინდა დამიმახსოვრინ, როგორც

-მინდა დამიმახსოვრონ, როგორც ნიკუშა .

16. სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ

-. სიმღერა, რომლესაც ხშირად ვღიღინებ , it’s the final brain cell.

17. ის, რისი თმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ

-ის, რისი თმაც სულ მინდოდა და დღეს თქვენთან ვამბობ , არაფერი , ყოველთვის მიყვარს ჩემი აზრის დაფიქსირება და თქმა.

18. მე რომ მშობელი ვიყო

-მე რომ მშობელი ვიყო , ყველა შვილს გავტყიპავდი .

19. მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

-მე რომ განათლების მინისტრი ვიყო , ბიჭიკოს დავაწინაურებდი .

 

 

 

 

No comments:

Post a Comment