კლუბის მიზანი
სამეწარმეო კლუბის ,,კრეატივი" მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მათ თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ იდეების გენერირებაზე. განუვითარდებათ ფინანსური წიგნიერების, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობების გენერირების უნარები. სამეწარმეო საქმიანობა კეთებით სწავლების პროცესში 21-ე საუკუნის არაერთ უნარს/კომპეტენციას ავითარებს, როგორებიცაა:
- შემოქმედებითობა
- ფინანსებისა და დროის მენეჯმენტი
- კომუნიკაცია
- თანამშრომლობა
- პრობლემის გადაჭრა
- შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- კომუნიკაციები
- ინიციატივა
- ადვოკატირება
- ლიდერობა
- და სხვა.
---------------------------------------------------
სკოლა ,,აკადემოსი“
მასწავლებელი: ბიჭიკო
ოჩიგავა
კლუბის სახელწოდება:
,,კრეატიცი“
მეწარმეობის კლუბის მუშაობის გეგმა
ღონისძიების/ღონისძიებების
დასახელება |
მიზანი/მიზნები |
ამოცანა/ამოცანები |
აქტივობა/აქტივობები |
სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები |
პასუხისმგებელი პირი/პირები |
დრო |
შენიშვნა |
·
საინფორმაციო ტიპის
შეხვედრა და სამოქმედო გეგმის შედგენა/დამტკიცება. |
კლუბის მიზნების გაცნობა და ორგანიზაციული საკითხების განხილვა. |
კლუბის წევრებს შორის თანამშრომლურ ურთიერთობებზე დაყრდნობით სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
საკითხების განხილვა/დაგეგმვა. |
·
კლუბის
წევრების შეხვედრა. ·
ფუნქციების დელეგირება.(მენეჯერი, PR, კონსულტანტი,
ფინანსები და სხვა) SWOT ანალიზი. ·
კლუბის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის არჩევა. ·
იდეების გენერირება.
|
კლუბის წევრები |
კლუბის პრეზიდენტი და მისი მოადგილე |
ნოემბერი |
|
·
ბიზნეს გეგმის შექმნა და ძირითადი სამეწარმეო ხაზის
დამტკიცება. ·
ადამიანური და მატერიალური რესურსების განხილვა. ·
ფინანსური სარგებლის გაანალიზება. |
ბიზნეს გეგმის დეტალური შემუშავება და განხილვა. |
მეწარმეობის ამ კონკრეტული მიმართულებისა და ხაზის სარგებლის გაანალიზება. |
·
SWOT
ანალიზის გაკეთება. ·
ადვოკატირება დირექცია/ადმინისტრაციასთან. |
·
კლუბის
წევრები ·
დირექცია/ადმინისტრ |
კლუბის პრეზიდენტი და მისი მოადგილე |
ნოემბერი |
|
·
მასტერკლასი სპეციალისტთან დისტანციურ რეჟიმში. |
პრაქტიკული მაგალითებისა და რჩევების გათვალისწინება მუშაობის პროცესში. |
მნიშვნელოვანი და აუცილებელი დეტალების გათვალისწინებით პირველი პრაქტიკული
მონახაზების გაკეთება. |
·
სპეციალისტის
მოძიება და მასთან დაკავშირება. ·
შეკითხვებზე მუშაობა. ·
შეხვედრის გამართვა. |
·
კლუბის
წევრები ·
სპეციალისტი.
|
·
კლუბის პრეზიდენტი და მისი მოადგილე ·
კლუბის წევრები. |
ნოემბერი |
|
·
სასწავლო(ტუტორიალი) ვიდეოების ყურება/განხილვა და
შესაქმნელი პროდუქციის მონახაზის გაკეთება. |
პრაქტიკული საქმიანობისთის საჭირო სწორი ტექნიკის ათვისება და საჭირო
რესურსების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
|
ტუტორიალებით შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და ორაქტიკაში დანერგვა. |
·
მიზნის შესაბამისი ვიდეოების შერჩევა ყურება დეტალებზე
ორიენტირებით. ·
შთაბეჭდილებებისა და თეორიული მაგალითების პრაქტიკული
გამოყენება. |
·
კლუბის წევრები. ·
კლუბის დირექტორი და მოადგილე. |
·
კლუბის წევრები. ·
კლუბის დირექტორი და მოადგილე. |
დეკემბერი |
|
·
სათამაშოებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. ·
შობა-საახალწლო ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
|
თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. |
შემოქმედებითი საქმიანობის ერთგვარ სასკოლო კულტურად ქცევა და პრაქტიკაში
განმტკიცება. |
·
სხვადასხვა მატერიალური რესურსების მობილიზება. ·
ფუნქციების დელეგირება. ·
შობა-საახალწლო ნივთების დამზადება. |
·
კლუბის წევრები. ·
კლუბის დირექტორი და მოადგილე. |
·
კლუბის წევრები. ·
კლუბის დირექტორი და მოადგილე. |
დეკემბერი |
|
·
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სასკოლო საზოგადოებაში.
|
სამეწარმეო უნარების განვითარება და შინაგანი/გარეგანი მოტივაციის ამაღლება. |
·
ფინანსური წიგნიერების უნარების განვითარება. ·
საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტის ღირებულების გააზრება. |
·
ხელნაკეთი ნივთების ღირებულების განსაზღვრა ხარჯთან
მიმადთებაში. ·
ლოკაციის შერჩევა. ·
გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება/მოწყობა. ·
გაყიდული პროდუქტებისგან მიღებული ფინანსური სარგებლის
გაანალიზება ხარჯებთან მიმართებაში. ·
შესრულებული სამუშაოს შეფასება/შეჯამება. |
·
დირექცია/ადმინისტრაცია. ·
მასწავლებლები. ·
სასკოლო საზოგადოება. |
კლუბის დირექტორი და მოადგილე. |
დეკემბერი |
|
კლუბის წესდება
კლუბ ,,კრეატივის“ წესდება:
1.1. სსიპ ქალაქ თბილისის კერძ სკოლა
,,აკადემოსის“ კლუბი
,,კრეატივი“ დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ ,საქართველოს კანონის 48-ე
მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ .საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ,2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების ,მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია მიმდინარე წლის 15 ნოემბერს 1 წლის ვადით, მოსწავლეებში სამეწარმეო ცნობიერების ამაღლების მიზნით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება და ლოგო.
4. კლუბის მისამართი: ქ.თბილისი ტერევერკოს უჩა N24
კლუბის მიზნები:
2.1. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში განსაზღვრული
აქტივობების
დაგეგმვა-განხორციელება, ასევე ეკონომიკური საქმიანობის კუთხით მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება.
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა.
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა.
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება.
2.5. მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაბელურობისთვის
საჭირო უნარების ჩამოყალიბება.
2.7. პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლინება.
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. მოსწავლეთათვის თვითგამოხატვის
და
საკუთარი
უნარ-ჩვევების
გამოვლენის შესაძლებლობების მიცემა.
კლუბში გაწევრიანება
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს VII- XII კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.
4. კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი
საქმიანობის თაობაზე.
5. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და ჯგუფის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები.
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე ,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
7. კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
8. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა, არა უმეტეს 25 მოსწავლისაა.
9. კლუბს ჰყავს პრეზიდენტი,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა პროგრამების შემუშავებას ,დანიშნოს კლუბის წევრებისგან ერთ-ერთი
მოადგილედ,გაანაწილოს ფუნქციები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.
10. კლუბის წევრები უფლებამოსილნი არიან ხმათა უმრავლესობით დაამტკიცონ სამოქმედო გეგმა.
11. კლუბის წევრი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
მეწარმეობის
კლუბის წლიური სამუშაო გეგმის შეფასების კრიტერიუმი
დანართი
1.
კრიტერიუმი |
1 |
2 |
3 |
გეგმა პასუხობს
არაფორმალური განათლების მოთხოვნებს |
გეგმა ვერ
პასუხობს არაფორმალური განათლების მოთხოვნებს |
გეგმაში წარმოდგენილი
აქტოვობების უმეტესობა პასუხობს არაფორმალური განათლების მოთხოვნებს |
გეგმაში წარმოდგენილი
აქტოვობები პასუხობს არაფორმალური განათლების მოთხოვნებს |
დაგეგმილი
აქტივობები ორიენტირებულია მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე |
დაგეგმილი
აქტივობები არ არის ორიენტირებული მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე |
დაგეგმილი
აქტივობები მცირედ ორიენტირებულია მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე |
დაგეგმილი
აქტივობები კარგადაა ორიენტირებული მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე |
გეგმაში ჩანს
მოსწავლეთათვის კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ღონისძიებები |
გეგმაში არ
ჩანს მოსწავლეთათვის კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ღონისძიებები |
გეგმაში მეტ-ნაკლებად
ჩანს მოსწავლეთათვის კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ღონისძიებები |
გეგმაში სრულყოფილადაა
წარმოდგენილი მოსწავლეთათვის კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების
ღონისძიებები |
გეგმა პასუხობს
მეწარმეობისა და ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მიმართებების მოთხოვნებს |
გეგმა ვერ
პასუხობს მეწარმეობისა და ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მიმართებების მოთხოვნებს |
გეგმა მცირედ
პასუხობს მეწარმეობისა და ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მიმართებების მოთხოვნებს |
გეგმა ნათლად
პასუხობს მეწარმეობისა და ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის მიმართებების მოთხოვნებს |
გეგმაში ნათლად
ჩანს ენტრეკომპის ბორბალზე მუშაობის ღონისძიებები |
გეგმაში არ
ჩანს ენტრეკომპის ბორბალზე მუშაობის ღონისძიებები |
გეგმაში მცირედ
ჩანს ენტრეკომპის ბორბალზე მუშაობის ღონისძიებები |
გეგმაში გამოკვეთილია
ენტრეკომპის ბორბალზე მუშაობის ღონისძიებები |
გეგმა თანაბრად
მოიცავს გოგონებისა და ვაჟების მონაწილეობას
მიმდინარე პროცესებში |
გეგმა არ
მოიცავს გოგონებისა და ვაჟების თანაბარ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში |
გეგმა მცირედ მოიცავს გოგონებისა და ვაჟების მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში |
გეგმა თანაბრად
მოიცავს გოგონებისა და ვაჟების მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში |
დაგეგმილი
აქტივობები იძლევა მოსწავლეთა თანამშრომლობის საშუალებას |
დაგეგმილი
აქტივობები არ იძლევა მოსწავლეთა თანამშრომლობის საშუალებას |
დაგეგმილი
აქტივობები მეტ-ნაკლებად იძლევა მოსწავლეთა თანამშრომლობის საშუალებას |
დაგეგმილი
აქტივობები იძლევა მოსწავლეთა თანამშრომლობის საშუალებას |
სატრენინგი
დავალების შესრულების ეთიკური მხარე დაცულია |
მიმდინარე სატრენინგო დავალების
ყველა პუნქტი შეიცავს პლაგიატს[1] . |
მიმდინარე სატრენინგო დავალებების
პუნქტების უმრავლესობა შეიცავს პლაგიატს. |
მიმდინარე სატრენინგო დავალებები
არ შეიცავს პლაგიატს. |
No comments:
Post a Comment