ჩემ შესახებ

შეფასება და თვითგანვითარება


2021-2022 სასწავლო წელი.

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი მთელ რიგ სიახლეებთან ერთად პროფესიული განვითარების მხრივაც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. ახალი კოლექტივი თავისთავად ნიშნავს ახალი მიდგომების განვითარებას. ახალი მიდგომების განვითარება კი მათ დანერგვას საკლასო ოთახში. მივიღე ძალიან კარგი რჩევები როგორც უშუალოდ საგნობრივი, ისე მეთოდოლოგიური მიდგომების გაუმჯობესების მიმართულებით. რცევებს აუცილებლად გავითვალისწინებ, რათა ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად იყოს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული.
პირველი სემესტრის განმავლობაში დავესწარი ძალიან საინტერესო ინგლისურ ენოვან ტრენინგს, რომელიც ,,English book"-ის მიერ იყო ორგანიზებული. მოდულის ბოლოს მივიღე შესაბამისი სერტიფიკატიც.

გარდა ამისა, ჩავერთე მასშტაბურ პროეტში ,,სასკოლო პროექტები" რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და სულ თერთმეტ ვებინარს მოიცავს. პირველ სემესტრში სულ სამი ვებინარი დაიგეგმა. პროექტი ძალიან საინტერესოა და მიზნად ისახავს სასკოლო კულტურის განვითარებას, კათედრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და ცხადია მოსწავლეებისთვის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნების დასახვას.


No comments:

Post a Comment