ჩემ შესახებ

ჩემი შემოქმედება და ინტერვიუები

აქ წარმოგიდგენთ ჩემს ნაშრომებს(სტატიებს, საგანმანათლებლო პოსტებს) საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.


სტატიის ,,სათვალის ეფექტი" სანახავად დააჭირეთ სმაილს 😎

-------------------------------------------------------------------------------------------

როგორ გავხადოთ პირველი დისტანციური გაკვეთილი საინტერსო? გიზიარებთ ჩემს რამდენიმე რეკომენდაციას.:) 




პირველი ,,ონლაინ“ გაკვეთილი პირველ კლასში
რა უნდა გაკეთდეს-მეთქი და თუ დაფიქრდები შეიძლება საინტერესო რაღაცების დაგეგმვა თურმე😊 გიზიარებთ. პირველ კლასში რომ შევდიოდე აუცილებლად დავტესტავდი🏫
დისტანციური სწავლების მოდელი ჩვენი სასკოლო ცხოვრების უპირობო ალტერნატივა გახდა, თუმცა მაშინ, როცა ,,ცელიანი კაცის“ აჩრდილი წინ და უკან ცელ მომართულიდაძრწის, დისტანციურ სწავლებაზე არც უნდა ვიწუწუნოთ. ჩემი, თქვენი და ყველას უმთავრესი ღირებულება ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. შემდეგ არის იმედი, იმედი იმისა, რომ სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებზეც ვიფიქრებთ. ერთ- ერთი ამ ღირებულებათაგან ნამდვილად არის განათლებისკენ მიმავალი გზა, რომელიც დღეს თუ ხვალ ისევ ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება, თუმცა სანამ მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით დავდივართ, უნდა ვეცადოთ, რომ უკან მოხედვის არ შეგვეშინდეს. ამ ბილიკებზე ხომ მარტონი არ მივაბოტებთ.
სიტყვა გამიგრძელდა...
მოკლედ. პირველი ,,ონლაინ“ გაკვეთილი პირველ კლასში გიწევთ და არ იცით მოსწავლეებს თავი როგორ დაამახსოვროთ? გინდათ, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ არ იცით როგორ? ეს ის შემთხვევაა, როცა ყველას ერთმანეთის გვესმის. პედაგოგები ხომ თითქოს იდენტური სისხლის ჯგუფის მატარებლები ვარ😊
პირველ რიგში, თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაც არ უნდა მოვინდომოთ ,,ონლაინ“ სივრცეში გაკვეთილის ჯადოსნურ ბურანში გახვევა ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ საკუთარ თავებს ძალიან დიდ სტანდარტებსაც ნუ დავუწესებთ. ბევრი ფიქრი ძალიან შორს წაგვიყვანს და შესაძლოა უმისამართოდაც ვიაროთ. ირგვლივ მიმოვიხედოთ. აი მაგალითად:
მშობლები
ყველანაირად ეცადეთ, რომ მშობლების კოორდინატები მოიპოვოთ და ,,ონლაინ“ სივრცეში საერთო საქმის ირგვლივ გაერთიანდეთ. შექმენით ,,ჩათი“ და სთხოვეთ მათ, რომ მათი შვილების მოტივირების საქმეში დახმარება გაგიწიონ. ძალიან მეეჭვება, რომ მხარში არ ამოგიდგნენ. ამ გზით მოსწავლეთა გულებსაც მოიგებთ და მშობლებთანაც უშუალო , თანამშრომლური, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ.
ახლა კი გთავაზობთ სამ აქტივობას და თუ პირველი შეხვედრისას რომელიმე მათგანს გამოიყენებთ, იმედი მაქვს, რომ საინტერესო დასაწყისი გამოგივათ.
Ø ფოტოები. სთხოვეთ მშობლებს, რომ მათი შვილების ფოტოები და სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდონ. იქვე სთხოვეთ ისიც, რომ მოგიყვნენ მათი შვილების საყვარელი საჭმლის, ცხოველის, მსახიობისა, თუ მომღერლის შესახებ. მოპოვებული ინფორმაცია კი საინტერეო ფოტო-კოლაჟის შესაქმნელად გამოიყენეთ. თითოეული ბავშვის ფოტოს თან დაურთეთ შესაბამისი ინფორმაცია. ამას როგორ მოახერხებთ თქვენს ოსტატობაზე და ტექნოლოგიურ უნარებზეა დამოკიდებული. ძალიან კარგი იქნება, თუ კოლაჟი საინტერესო ინტონაციით, თქვენ მიერ იქნება გახმოვანებული, რადგან პირველი კლასის მოსწავლეები არიან და უმეტესმა მათგანმა კითხვა არ იცის. მაგალითად: ჩემო პატარა მეგობრებო(მაყურებელებო, მოსწავლეებო) ეს ლუკა ნადირაძეა. ის ექვსი წლის არის. მისი საყვარელი საჭმელი პიურეა. მე ისიც გავიგე, რომ მას კატები ძალიან უყვარს და ა.შ.
მჯერა, რომ მოსწავლეებისთვის ნამდვილი სიურპრიზი იქნება. გაკვირვებულებს გაუჩნდებათ შეკითხვა, თუ საიდან გაიგო სრულიად უცხო ადამიანმა მათ შესახებ ამდენი რამ და როგორ აღმოჩნდა მათი ფოტო მის ხელში.
Ø არაფორმალური ფოტო კეთების პროცესში. სთხოვეთ მშობლებს, რომ პაპარაცების ამპლუა მოირგონ და ბავშვები საინტერესო, აქტიურ პროცესში ყოფნისა და საქმიანობის პროცესში დააფიქსირონ ფოტოზე. მშობლებს ბავშვების ,,გამოჭერა“ ნამდვილად არ გაუჭირდებათ. დამიჯერეთ, თქვენც ძალიან იხალისებთ. თუ როგორ შეფუთავთ მოპოვებულ ფოტოებს ისევ თქვენზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მთავარია ფანტაზია მოიშველიოთ და თითოეული ფოტო, მასზე მოცემული მოქმედების მიხედვით გაახმოვანოთ. მაგალითად: ეს ანანო სისვაძეა. როგორი საინტერესო ფოტოა არა? ისე მოხდენილად ზის პიანინოსთან, რომ ალბათ სურს, ძალიან ცნობილი პიანისტი გახდეს. ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ესეც ერთგვარი სიურპრიზი იქნება.
Ø ცნობილი ანიმაციების ცნობილი გმირები. შეარჩიეთ რომელიმე ცნობილი ანიმაციური ფილმის მუსიკა(საუნდრეკი), პირობითად ,, Frozen-“ რადგან პატარებისთვის საკმაოდ საყვარელი და ნაცნობია. შემდეგ კი მოიძიეთ სხვადასხვა ანიმაციური ფილმების პერსონაჟთა ფოტოები და შერჩეული მუსიკის თანხლებით შექმენით ვიდეო-კოლაჟი. ეკრანის გაზიარებამდე აუხსენით მოსწავლეებს, რომ ისინი ნახავენ მათ საყვარელი მულფილმების პერსონაჟებს. იქვე განუმარტეთ, რომ ვიდეოს მსვლელობის განმავლობაში უნდა აირჩიონ ერთი პერსონაჟი, რომელთანაც შეხვედრას ისურვებდნენ. ბოლოს კი თითოეულ მოსწავლეს მიეცით საშუალება, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, თუ რატომ სურთ ამ კონკრეტულ პერსონაჟთან შეხვედრა, ან სად წარმოუდგენიათ მათთან შეხვედრა და ა.შ. ამით შეგიძლიათ მათი მეხსიერების ხანგრძლივობისა და წარმოსახვითი უნარები დონეები განსაზღვროთ. გარდა ამისა, კარგი იქნება მოსწავლეებს მათი საყვარელი გმირების სავარაუდო ასაკის გამოცნობა სთხოვოთ . ეცადეთ, რომ თითოეული მოსწავლის პასუხი მოისმინოთ. ვფიქრობ, რომ ამ აქტივობით შეძლებთ მოსწავლეთა მათემატიკური მზაობა და წინარე ცოდნა შეამოწმოთ. იგივე აქტივობით შეგიძლიათ ფერების გამოკითხვაც აწარმოოთ. სთხოვეთ პატარებს დაასახელონ თუ რა ფერის კაბა, ან შარვალი აცვიათ ამა თუ იმ ანომაციურ პერსონაჯებს. შედეგად დაადგენთ, იცნობენ თუ არა მოსწავლეები ფერებს. მნიშნელოვანი ის არის, რომ ამ ყველაფერს საინტესესო ფორმა ექნება და არა მოსაწყენი.
შემოქმედი და შრომისმოყვარე პედაგოგის იდეების ზღვაში ჩემი ეს რჩევები ცხადია მხოლოდ წვეთია, თუმცა თავს უფლება მაინც მივეცი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა. წარმატებებს გისურვებთ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

რეკომენდაციები დამრიგებლებისთვის:)




,ჟურნალისტთა პირისპირ“ და ,, გამოიწვიე ინტუიცია“ ანუ როგორ გავეცნოთ ახალ სადამრიგებლო კლასს?!

ახალი სასწავლო წელი იწყება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ისევე ღელავს ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როგორც მე და მჯერა, რომ განსაკუთრებული ემოცია მაინც იმ პირველ დღესთან არის დაკავშირებული, როცა რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ისევ ჩვენს პატარებს უნდა შევეგებოთ. გვჯერა, რომ ბავშვები განსაკუთრებით სწორედ ზაფხულის არდადეგებზე იზრდებიან და სექტემბერში სულ სხვა იერსახით, ტანაყრილები წარმოგვიდგებიან? თითქოს საჭიროდ მივიჩნევთ, რომ თავიდან გავეცნოთ. დიახ, მერე ვეცნობით და ბოლოს გვახსენდება, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
რვა წლიანი სასკოლო მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი ვყოფილვარ და დავრწმუნდი, რომ როგორი დასაწყისიც აქვს მას, ისეთივე აქვს ხოლმე განვითრება. ამიტომაც ვცდილობ, რომ ნებისმიერ აქტივობას საინტერესო დასაწყისი მოვუფიქრო, რათა საინტერესოდვე განვითარდეს.
სკოლაში მობრუნება. პირველი დღე რამდენიმე თვიანი არდადეგების მერე. რელსები ჩვეულია, თუმცა მიმართულებას ახალს და ხშირ შემთხვევაში უჩვეულოს ვირჩევთ. ყოველშემთხვევაში ასე უნდა მოვიქცევთ...ვის როგორ გამოგვივა, პირველ რიგში ჩვენს მონდომებაზე, შემოქმედებითობაზე და მარიფათზეა დამოკიდებული.
,,სალამი! როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები? კითხულობდით წიგნებს? უცხო სიტყვებს იმეორებდი?“ სანამ იმ ჟანგის სუნს არ ვიგრძნობთ, რომელიც ამ კითხვებს ასდით, სიახლეებისკენ ზურგშექცევით ვიდგებით. გარეთ 21-ე საუკუნის სამყაროა...
წელს ახალი კლასი მეყოლება. მართალია არ ვიცი რომელი, მაგრამ რომ მეყოლება ამაში დარწმუნერბული ვარ. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვცდილობ, რომ ჩემს კლასთან პირველი შეხვედრა საინტერესო და ორიგინალური იყოს. წელს გაცილებით საპასუხისმგებლო სექტემბერი მექნება, რადგან ამ ბავშვებთან ფაქტიურად არანაირი შეხება არ მქონია. შესაბამისად რამდენიმე საათი მაინც დამჭირდება საიმისოდ, რომ მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შევძლო. მათ ყოფილ დამრიგებელტან ინტერვიუს ნამდვილად არ ვგეგმავ. მზამზარეულად მორთმეული რამ არასდროს მიყვარდა, მითუმეტეს ინფორმაცია. საჭირო ინფორმაციის მიღებას დამოუკიდებლად შევეცდები. თუ რამე და ინტერვიუ მერეც მოესწრება.
ბევრს არაფერს ვგეგმავ. იდეაში სულ რამდენიმე აქტივობა მაქვს და პირველ რიგში მათ განხორციელებაზე ვიზრუნებ. ამ ეტაპზე ორ მათგანს გთავაზობთ და იმედს ვიტოვებ, რომ მათი განხორციელებით, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს საკმაოდ საინტერესოა და ორიგინალურს გახდით.
მაშ ასე. დღე 1.
ნაბიჯი პირველი.
● ,,ჟურნალისტთა პირისპირ“
რომ გაგეხსნან, იქით უნდა გაეხსნა. ეს ამ აქტივობის მთავარი პრინციპია. მიეცით მოსწავლეებს გულახდილობის მაგალითი. პირველ რიგში მიესალმეთ ბავშვებს. ღიმილი არ დაგავიწყდეთ. სათითაოდ ცახედეთ ყველას თვალებში. ნუ დასვამთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რამდენი ხართ კლასში? რამდენი გოგოა და რამდენი ბიჭი? რამდენი წელია სკოლაში დადიხართ? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხებს ისედაც ფლობთ და არაფერში გჭირდებათ სიყალბე. დამიჯერეთ არც ბვავშვები მოიხიბლებიან ამ კითხვებით. აიღეთ მასწავლებლის სკამი. დადგით ოთახის შუაგულში. დაიჭირეთ მიკროფონი და გაჩუმდით ერთი წუთის განმავლობაში. საოცარ ინტერესს გამოიწვევს თქვენი ეს ქმედება. გადაავლეთ ბავშვებს თვალი და ჰკითხეთ, თუ რატომ გიჭირავთ მიკროფონი. უცნაური კითხვა და უჩვეულო ამპლუა კიდევ უფრო მეტ ინტერესს არძრავს მათში. შეამჩნევთ რა, რომ რამდენიმე მოსწავლეს პასუხი უკვე აქვს, ადექით, მიაწოდეთ მიკროფონი და სთხოვეთ, რომ პასუხი ამ ფორმით დააფიქსიროს. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ არ ჩათვლით, რომ დროა მათავარ საქმეზე გადახვიდეთ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. მოსწავლეებს ეუბნებით, რომ რესპონდენტი ხართ. ისინი კი კორესპონდენტები არიან, რომლებმაც საინტერესო კითხვები უნდა დაგისვან. შემდეგ დაურიგეთ მათ წინასწარ მომზადებული კითხვების ფერადი ფურცლები(შეგიძლიათ გამოყოთ სივრცე, სადაც მოსწავლეები კითხვებს თავიანთი სურვილების მიხედვით ჩაამატებენ) რომლებშიც მოცემული იქნება დაახლოებით ათი პერსონალური კითხვა. მაგ:
1. რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი დამრიგებლობა?
2. რომელი წიგნი გიყვართ და რატომ?
3. სად სწავლობდით და რა გახსოვთ ყველაზე კარგად უნივერსიტეტში გატარებული წლებიდან?
4. რომელ საგნებს სწავლბდით სკოლაში ყველაზე კარგად და რატომ?
5. რის მიხედვით უნდა ავირჩიოთ მეგობრები?
6. როგორი ბავშვი იყავით?
7. რომელი საჭმელი და სასმელი გიყვართ?
8. როგორი დამრიგებელი იქნებით? რას აპირებთ ჩვენთან?
9. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
10. როგორი ხართ, როცა ბრაზდებით?
შეკითხვათა შინაარსი საერთო უნდა იყოს თითოეული მოწსავლისთვის. შემდეგ კი მიეცით მათ ხუთი წუთი საიმისოდ, რომ აირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო სამ-სამი შეკითხვა და დაგისვან მიკროფონის გამოყენებით, რომლებსაც რიგ-რიგობით გადააწოდებენ ერთმანეთს.გარდა ამისა სთხოვეთ მათ, რომ შეეცადონ დაიმახსოვრონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი. ეცადეთ, რომ თითოეულ შეკითხვას გულწრფელი პასუხი გასცეთ და ,,კორესპონდენტს“ თვალებში უყუროთ. თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. არ იქნება ურიგო, თუ შეარჩევთ რომელიმე საინფორმაცი გამოშვების მუსიკას და ჩართავთ დაბალ ხმაზე მთელი ინტერვიუს განმავლობაში. ამით ინტერვიუსთვის შესაბამის გარემოსა და განწყობას შექმნით. მას შემდეგ, რაც შეკითხვები ამოიწურება, სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ დაგისვან მათ მიერ მოფიქრებული რამდენიმე შეკითვაც იგივე პრინციპით. ინტერვიუს ბოლოს შეახსენეთ მათ, რომ გაახმოვანონ თქვენი ყველაზე საინტერესო პასუხი დფა შეაჯამონ აქტივობა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ბოლოს კი შეაჯამეთ თქვენი შეხვედრა და თავადაც აღნიშნეთ თუ რომელი კითხვა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა. აქტივობა შეგიძიათ სიმბოლური ფოტოსესიით დაასრულოთ და ამ შემთხვევაში მოსწავლეთა გაცნობის მიზნით, შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ.
,,გამოიწვიე ინტუიცია“
ნაბიჯი მეორე.
მორიგი აქტივობა, მოსწავლეთა საინტერესო კუთხით გაცნობაში დაგეხმარებათ. მისი დაგეგმვა ძალიან მარტივად, მოკლე დროში და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების გარეშე შეგიძლიათ. აქტივობის განსახორციელებლად დაგჭირდებათ:
1. ,,იდუმალი ყუთი“ რომლის გაკეთებაც ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ ლამაზად შეფუთეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მეტი იდუმალების მიზნით კითხვის ნიშნებით მოხატეთ.
2. სხვადასხვა ფორმებად დაჭრილი ფერადი თაბახები.
აქტივობის დაწყებამდე, მოსწავლეთა ყურადრების მობილიზებაზე იზრუნეთ. სანამ ინსტრუქციას გასცემთ, მარჯვენა ხელში დაიჭირეთ იდუმალი ყუთი და ასწიეთ მაღლა. უხმოდ გეჭიროთ ნახევარი წუთის განმავლობაში და შეეცადეთ, რომ მოსწავლეებთან მხოლოდ თვალებით იკონტაქტოთ. დიახ, შესაძლოა ამ ჟესტმა მოსწავლეები დააბნიოს კიდეც, თუმცა მერწმუნეთ, რომ აუცილებლად ასი პროცენტით მიმართავს მათ ყურადღებას თქვენკენ. საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაყრდნობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე გაუხსნელი კარტი, აზარტის ხარისხს აორმაგებს. ნუ იჩქარებთ ინსტრუქციების გაცემას. ამას ყოველთვის მოასწრებთ. გამოიწვიეთ მოსწავლე, დააბნიეთ, გაუჩინეთ კითხვები, გააკვირვეთ და რაც მთავარია ყოველივე ეს, მათი გააქტიურებისკენ და მოტივირებისკენ მიმართეთ. ნუ მიმართავთ მრავალგზის ნაცად ხერხებს, რადგან ყველაფერი მარტივი ყოველთვის გენიალური არ არის...
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ყურადღებას მიიპყრობთ, სთხოვეთ მათ, რომ გამოთქვან ვარაუდები, ყუთზე წარმოდგენილ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ მათ, თუ როგორ შეუძლიათ ახსნან ,,იდუმალი ყუთის“ მნიშვნელობა და რა მიზანს ისახავს მისი შემოტანა გაკვეთილზე. პასუხების მოსმენის შემდეგ, ყუთი მაგიდაზე დადეთ და მოსწავლეებს სხვადასხვა ფორმის პატარა, ფერადი ფურცლები დაურიგეთ, რომლებზე დატანილი იქნება შემდეგი ტიპის ბლიც კითხვები:
● მე ვარ.......
● მე მიცნობენ, როგორც......
● ვერასდროს ვერ......
● არასდროს ვინტერესდები....
● სკოლა ჩემთვის.....
● ის, რაც ჩემ შესახებ არ იციან.....
● მეგობრებს ვირჩევ.....
● ძალიან მიჭირს.....
● მასწავლებელი უნდა იყოს.....
● რომ შემეძლოს......
● საკუთარ თავს ვადარე......
კითხვების რაოდენობა და შინაარსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დოზისა და რა ტიპის ინფორმაციის მიღება გსურთ. კითხვარების ქვემოთ გამოყავით სივრცე და უთხარით მოსწავლეებს, რომ მოცემულ ადგილას შეუძლიათ მათი სურვილების მიხედვით რამდენიმე შეკითხვა ჩაამატონ. მას შემდეგ, რაც კითხვარებს დაარიგებთ, მიეცით ბავშვებს რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ გაიაზრონ კითხვები. მერე კი სთხოვეთ, რომ წერილობით უპასუხონ მათ, თუმცა ღიად დატოვონ ის სამი შეკითხვა, რომლებზე პასუხებიც სურთ, რომ თქვენგან მოსიმინონ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მუშაობას დაასრულებენ, ჩამოატარებთ ყუთს და სთხოვთ მათ, რომ თავიანთი ფურცლები მასში მოათავსონ. მერე კი დგებით ოთახის შუაგულში, ხსნით ყუთს და შგნნი ჩაუხედავად ამოგაქვთ თითო ფურცელი. კითხულობთ კითხვა-პასუხს ხმამაღლა ისე, რომ არავინ იცით თუ ვის კითხვარს ახმოვანებთ. კითხვის დასრულების შემდეგ ინტერესდებით იმით, მიხვდა თუ არა რომელიმე მოსწავლე, თუ რომელი მისი კლასელის კითხვარი იქნა წაკითხული. ეს სტრატეგია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას და გაძლევთ საშუალებას დაადგინოთ, თუ რამდენად იცნობენ ისინი ერთმანეთს. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ გულწრფელად ითხოვეთ, რომ წამოდგეს ის მოსწავლე, რომლის კითხვარიც წაიკითხეთ. დამიჯერეთ ეს მეთოდი კლასში ერთგვარ გაკვირვებასაც კი გამოიწვევს, რადგან ის, თანაკლასელის შესახებ ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ამის შემდეგ კი თქვენი ჯერიც დგება. კიდევ ერთხელ ეცნობით უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს, აკვირდებით მოსწავლეს და ცდილობთ, რომ მოცემულ კითხვებზე რაც შეიძლება მიახლოებული პასუხი გასცეთ. რეალურად თქვენ გიწევთ გამოიცნოთ მოსწავლის ესა თუ ის შინაგანი მხარე. თუკი აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი სწორად გამოიცანით, მოსწავლე ტაშით გაჯილდოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითონ პასუხობს მას, რაც კიდევ ერთხელ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია სწორედ მისგან მოისმინოთ. ამ სტრატეგიის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ მოსწავლემ გამოგიწვიოთ,დაგაფიქროთ, აამუშაოთ ინტუიცია და გააკეთოთ წინასწარი დასკვნები.
არ ვიცი რამდენად საინტერესო აქტივობები გამომივიდა , თუმცა ვთვლი, ორიგინალურობის ელემენტებს ნამდვილად შეიცავს, რაც ალბათ მოსწავლეებისთვისაც თვალშისაცემი და მისაღები იქნება. პედაგოგიური საქმიანობა უწყვეტი შემოქმედებითი პროცესია, რაც ერთგვარი შანსია, ვიყოთ საინტერესონი, განსხვავებულები და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ჩვენი საქმიანობის ქმედითად და ეფექტურად წარმართვის გარანტია იქნება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

რეკომენდაციები ინგლისური ენის პედაგოგეგბს.


მეორე სემესტრი იწყება და ღელავ? არ იცი როგორ დავიწყო პირველი გაკვეთილი? როგორ დავამახსოვრო თავი ბავშვებს? როგორ გავხადო გაკვეთილი საინტერესო? ეს იმ შეკითხვათა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მასწავლებლები საკუთარ თავს უსვამენ, თუმცა რაც უფრო მეტი იდეა იბადება, მით უფრო უკმაყოფილონი და უკეთესის ძიების პროცესში არიან. ეს შემოქმედი მასწავლებლის ყოველდღიურობაა. სხვაგვარად ვერც იქნება. მეგობრებო! წარმოგიდგენთ ჩემს მეთოდურ სტატიას და იმედია გამოგადგებათ.
1. პირველ რიგში, იმისათვის, რომ პირველი გაკვეთილი, საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო გახადოთ, აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ ჩაცმის სტილზე და საკლასო ოთახის ზღურბლთან დატოვეთ კომპლექსები, თუ უკადრისობა. გახსოვდეთ, საკლასო ოთახში, ჩვენ ყველანი თანატოლები ვართ, უბრალოდ სხვადასხვა გამოცდილებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩაიცმევთ მაისურს, რომელზეც გამოსახული იქნება ინგლისური ასოები. ინგლისის დროშაც არაფერს დაგიშავებთ. პირიქით, კითხვის ნიშანიც კი შეიძლება გააჩინოს მოსწავლეებში. ეს კი გამოწვევის ფაზაზე, წინგადადგმული ნაბიჯია. მაისური პირობითათ, შეგიძლიათ, ნებისმიერ სამოსზე, ნებისმიერი რამ მიიმაგროთ, რაც ინგლისურ ენასთან იქნება კავშირში. ძალიან კარგი იქნება, თუკი საკლასო ოთახის ცენტრში, ჭერზე დაკიდებთ ბუშტს, რომელშიც მოთავსებული იქნება ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი ასოები. შემდეგ კი პატარებს, ბუშტის ქვეშ გააკეთებინებთ წრეს, ჩართავთ საზეიმო მუსიკას და ბუშტს ამ მუსიკის ფონზე გახეთქავთ. იქიდან კი ფერადი ასოები გადმოცვივდებიან.
2. პირველ დღეს, ძალიან ორიგინალური იქნება, პირველ კლასში, ანბანის ხით ხელდამშვენებულიც თუ შეხვალთ. დამიჯერეთ, მოსწავლეთა გაკვირვების ფონზე, არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ხის გაკეთებას მარტივად შეძლებთ. აიღეთ ქოთანი და მათში ჩარგეთ შეკრული ტოტები ისე, რომ მთლიანობაში, ხის ასოციაციას იწვევდნენ. ამაში ზამთრის სეზონიც ხელს გიწყობთ. უფოთლო ტოტების მოძებნა არ გაგიჭირდებათ. ოთახის ცენტრში, დაფის წინ დადგით მოცემული ,,ხე“ და ჰკითხეთ მოსწავლეებს, თუ რა კითხვები გაუჩნდათ მასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ მოსაზრებებს მოისმენთ, უთხარით მათ, რომ ,,ხე“-ს ფოთლების მაგივრობას, ინგლისური ენის ანბანის ასოები გაუწევენ და ყოველ გაკვეთილზე, შესწავლილი ასოებიოთ შემოსავენ. ამის შემდეგ კი ,,ანბანის ხე“ დაფის გვერდზე დადგით, სადაც მანამ იდგმება, სანამ საჭიროდ ჩათვლით.
3. როგორც წესი, პირველი გაკვეთილი მისალმებით და დამშვიდოებით იწყება ,,Hello/Good bye” იწყება. გააჩნია სახელმძღვანელოს, თუმცა თემატურად ასეც უნდა იყოს. იმისათვის, რომ ,,Hello/Good bye” სახალისოდ ასწავლოთ(თუმცა ეს სიტყვები ამ ასაკში იციან ხოლმე ბავშვებმა) გამოიყენეთ ორი თეთრი ბუშტი. აქტივობის დაწყებამდე, ბუშტები დაჩუტულ მდგომარეობაში არიან. მას შემდეგ, რაც აქტივობაზე მუშაობას დაიწყებთ, თქვენვე გაბერავთ თითოეულ ბუშტს, რაც აგრეთვე ძალიან უჩვეულო იქნება ბავშვებისთვის და თქვენდამი უშუალო დამოკიდებულებასაც გაუჩენს მათ. გაბერავთ თუ არა ბუშტებს, ერთზე გოგონას გამოსახულებაა დახატული, რომელსაც წითელი მარკერით ქვემოთ აწერია ,,Hello” მეორეზე კი ბიჭის გამოსახულება, წარწერით ,,Good bye”. ჯერ თითოეული სიტყვის მნიშვნელობა განმარტეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ დაჯდეთ საკლასო ოთახის ცენტრში, ან იაროთ მერხებს შორის(პირადად მე ამას ვარჩევ) და გავახმოვანოთ ბუშტებზე დახატული გოგონა და ბიჭი, რომლებიც ერთმანეთს ჯერ მიესალმებიან, შემდეგ კი დაემშვიდობებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად, დაბალ ხმაზე ჩართული გვაქვს შესაბამისი მუსიკა. მას შემდეგ, რაც მერხებს შორის შემოვლას მორჩებით, გამოიძახეთ მოსწავლეები ორ-ორად და დააჭერინეთ ბუშტები. შემდეგ კი სთხოვეთ, რომ მათ გაახმოვანონ ისინი. აქტივობის ბოლოს, სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ ბუშტები გვერდზე გადადონ და მისალმება/დამშვიდობების სცენები დამოუკიდებლად განასახიერონ.
4. განწყობის გამომხატველი სიტყვებისა და შეკითხვის ,,How are you?” შესწავლაში დაგეხმარებათ ვიდეო, რომელიც ამ მისამართზეა მოცემული https://www.youtube.com/watch?v=tVlcKp3bWH8 გარდა იმისა, რომ ვიდეო ძალიან სახალისოა, ახალი სიტყვების ხშირი განმეორებით, ხელს უწყობს მოსწავლეებს მათ დაზეპირებაში. ძალიან კარგი იქნება, თუკი პროექტორს გამოიყენებთ, ან უკიდურეს შემთხვევაში კომპიუტერს. მოსწავლეები დააყენეთ წრეზე ისე, რომ ხელებიბ არ ჩაჰჭიდონ ერთმანეთს. თქვენ კი დადექით ეკრანთან, ან კომპიუტერთან. წარმოთქვით ვიდეოში მოცემილი თითოეული სიტყვა და მიიღეთ შესაბამისი გამომეტყველება. შემდეგ კი ჰკითხეთ ბავშვებს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ესა, თუ ის სიტყვა. აგრეთვე წრეზე გაამეორებინეთ ფრაზა ,,How are you?” და გააცანით მისი ქართული მნიშვნელობაც. ამის შემდეგ კი, ჩართეთ ვიდეო და სიმღერაში ნახსენები ყოველი განწყობის გამომსახველი სიტყვა, ისევ შესაბამისი მიმიკით გადმოეცით. ამის შემდეგ კი შეწყვიტეთ მოქმედება და ახლა უკვე ბავშვებს სთხოვეთ იგივე გაიმეორონ, რაც თქვენ გააკეთეთ. სთხოვეთ მათ, რომ თითოეული სიტყვა, შესაბამისი გამომეტყველებით გადმოსცენ. შეგიძლიათ სიმრერა რამდენიმეჯერ მოასმენინოთ.
ორი სიტყვა ანბაზედაც:-)
მაშინ, როც ანბანის შესაწავლაზე გადახვალთ, პირველი, რასაც აკეთებთ, დაბალ ხმაზე რთავთ ინგლისურ, საანბანო მუსიკას, რათა აქტივობა, მეტად საინტერესო,სასიამოვნო და სახალისო გახდეს. დაწყებით კლასებში, ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასალაზე სწორად მორგებული მუსიკა და მისი ზომიერად გამოყენება, სწავლისადმი შესაფერისი გარემოს შესაქმენელად, ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა.
ამის შემდეგ კი დაფაზე წინასწარ გააკარით, ან დაწერეთ ყველა დიდი და პატარა ასო. მათ შორის რამდენიმე ,,Aa Bb“ რადგან ამ შემთხვევაში, უშუალოდ ამ ორი ასოს დამახსოვრება გვაქვს მიზნად. ჯერ აუხსენით მოსწავლეებს, რომ დაფაზე ინგლისური ასოებია წარმოდგენილი და რომ თითოეულ მათგანს, პატარა შვილიც ჰყავს(პატარა ასო).
თითი დაადეთ ანბანის პირველ ასოს, ამ შემთხვევაში ,,Aa” და სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ გამოიცნონ, დაფაზე წარმოდგენილი ასოებიდან, რომელი შეიძლება იყოს ,,A”-ს შვილი. ვინაიდან პატარა ,,a” თან ახლავს დიდ ,,A”-ს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მოსწავლე, სწორედ პატარა ,,a”-ზე მიგითითებთ. ასე მოიქეცით ,,Bb’-ს შემთხვევაშიც. ამის შემდეგ კი, შეგიძიათ თამაში ,,Yes/No” გამოიგონოთ. პირველ რიგში, გააცანით ბავშვებს ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა. ვისაც ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკა გვაქვს, ვიცით, რომ პატარებს, ყველაზე მეტად, სწორედ ამ სიტყვების დამახსოვრება უადვილდებათ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ბავშვებმა დაიმახსოვრეს ,,Yes/No” მიუბრუნდით დაფას და აუხსენით მოსწავლეებს, რომ ,,Yes”“ იმ შემთხვევაში დაიძახონ, თუკი თითს ,,Aa Bb” ასეოებიდან ერთ-ერთს მაინც დაადებთ. ,,No“ კი თავისთავად იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ასოზე მიუთითებთ. დასაწყისში აღვნიშნე, რომ წარმოდგენილ ასოებში,,Aa Bb” სხვადასხვა ადგილას, მრავლად უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა ერთ სივრცეში არ იტრიალოთ და ბავშვებმა ინსტიქტური პასუხები არ გაგცეთ. მას შემდეგ, რაც აქტივობაზე მუშაობას დაასრულებთ, მოსწავლეთა მიღწევის დონის გასაზომად, რამდენიმე მათგანთან, ინდივიდუალურად გაიმეორეთ ასოებზე მითითება. მოცემული თამაში, შესაძლოა ბანალურად მოგეჩვენოთ, თუმცა დასაწყისშივე ნახსენები ფრაზა ,,ასოები და მათი შვილები“ მერწმუნეთ, პატარების ყურში მიმზიდველად ჟღერს და პლუს, ,,True/False“ შესწავლის საკითხსაც, ერთ აქტივობაში დაფარავთ. ბოლოს კი ,,Aa Bb” ასოები ანბანის ხეზე მიამაგრეთ.

No comments:

Post a Comment