სკოლა ,,აკადემოსი"
XI კლასიკლასის საათი თემაზე : ,,მავნე ჩვევები"
კლასის საათი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ტიპის მავნე ჩვევებს და აღნიშნეს მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების წესზე. მოსწავლეები თანაბრად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და თავიანთ შეხედულებება თუ გამოცდილებებზე გულახდილად საუბრობდნენ. გამოყენებული იყო, როგორც მინი ლექციის, ისე დიალოგისა და დისკუსიის მეთოდი. ერთ-ერთმა მოსწავლემ იმუშავა "POWER POINT"-ში და გააკეთა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
კლასის საათის ოქმიN1
თემა: ,,მავნე ჩვევები"”
თემა: ,,მავნე ჩვევები"”
მიზანი: ბავშვები გაერკვნენ მოწევის მავნებლობაში
ესწრებოდა : 5 მოსწავლე
დამრიგებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
10.10.21
10.10.21
სტრუქტურა | შინაარსი | წამყვანი | |
შესავალი | მავნე ჩვევები საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს. | პედაგოგი მოსწავლეები | |
ძირითადი საკითხის არსი | მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკი სერიოზულ ზიანს აყენებენ ჯანმრთღელობას. და რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მომაკვდინებელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანოებზე.მოსწავლეებმა წერილობით წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მავნე ჩვევებზე დამოკიდებული ადამიანები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებსაც. | მოსწავლეები | |
დასკვნა | მათ დადეს პირობა, რომ იცხოვრებენ დევიზით „მოწევა კლავს“ და დაიცავენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. | მოსწავლეები.პედაგოგი |
2021-2022 სასწ.წლები
-----------------------------
-----------------------------
------------------------------------------------------
კლასის საათის ოქმიN2
თემა: ,,ტოლერანტობა, ქსენოფობია, ჰომოფობია"
კლასი: XI
ესწრებოდა : 6 მოსXწავლე
28.10.21
სტრუქტურა | შინაარსი | წამყვანი | |
შესავალი | გონებრივი იერიში ,,რას ნიშნავს ჰომოფობია, ქსენოფობია, ტოლერანტობა?" | პედაგოგი, მოსწავლეები | |
მოსწავლეებმა ნახეს აღნიშნულ საკითხზე მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეოები. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან ხშირად უწევთ ურთიერთობა მათგან განსხვავებულ ადამიანებთან, თუმცა მათივე თქმით ეს საკმაოდ საინტერესოც კი არის. | მოსწავლეები | ||
დასკვნა | პატივი ვცეთ ადამიანის თავისუფალ არჩევანს იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. შევინარჩუნოთ კეთილგანწობილი ურთიერთობები მათთან განსხვავებული ხედვის მიუხედავად. | მოსწავლეები |
------------------------------------
XI კლასი
კლასის საათის თემა ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“
მეთერთმეტე კლასში, ერთ-ერთ გაკვეთილზე, საუბარი პროფესიებზე ჩამოვარდა, სადაც რამდენიმე მოსწავის მიერ მასწავლებლობა ,,არაკაცურ“ პროფესიად იქნა მიჩნეული. აღნიშნულმა შეხედულებამ კლასში მკაცრი პოლემიკა გამოიწვია. მოსაზრებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი შეხედულება მხოლოდ არსებული მახინჯი სტერეოტიტიპია და კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებსათან. იდეა, რომ მომდევნო კლას საათის თემად სწორედ სტერეოტიპები აგვერჩია ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გადაწყდა. კლას საათმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების დაცვას. მოიყვანეს სტერეოტიპების გავრცელებული მაგალითებიც და აღნიშნეს, რომ მათში არაფერია ჭეშმარიტი, რადგან ხალხის მიერ გამოგონილი მცდარი შეხედულებებია მთელ რიგ საკითხებზე. საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტერეოტიპები არ უნდა არსებობდნენ. კლას საათის კმაყოფილი ვარ.
კლასის საათის ოქმიN3
თემა: ,,სტერეოტიპები და საზოგადოება“
მიზანი: სტერეოტიპების უარყოფით მხარეებზე მოსწავლეების ინფორმირება
მოსწავლეთა რაოდენობა: 5
თარიღი: 20.11.21
სტრუქტურა | შინაარსი | წამყვანი | |
შესავალი | გონებრივი იერიში: რა არის სტერეოტიპი? შეგიძლიათ შესაბამისი მაგალითის მოყვანა? | პედაგოგი | |
ძირითადი საკითხის არსი | სტერეოტიპები საზოგადოების განვითარების პარალელურად არსებობდნენ და ისინი თავად ადამიანების მიერ წარმოდგენილი მცდარი შეხედულებების ერთობლიობად შეიძლება მოვიაზროთ. სტერეოტიპები ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რადგან არსით ისინი ეწინააღმდეგებიან საღ აზრს. სტერეოტიპის მაგალითებია: , ორშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება“ ,,ქალი უნდა იჯდეს კუხნაში“ ,,პოლოტიკა კაცის საქმეა“ და ა.შ. | მასწავლებელი მოსწავლეები | |
დასკვნა | სტერეოტიპები ადამიანებმა გამოიგონეს ისევ მათ წინააღმდეგ. რაც უსარგებლოა, უნდა დაიმსხვრეს. | მოსწავლეები. |
No comments:
Post a Comment