ჩემ შესახებ

მდგრადი განვითარების მიზნების კვალდაკვალ

 მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.  

ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მასზე მორგებული გრიფირებული სახელმძღვანელოები იძლევიან აღნიშნულ მიზნებზე ინტეგრირების შესაძლებლობას.

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელს სახელმძღვანელოში მოცემული ტემატური ერთეულები მეხმარებიან იმაში, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე მდგრადი განვითარების მიზანი დავფარო.


ქვემოთ მოცემულია ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის პროცესში.


No comments:

Post a Comment