ჩემ შესახებ

შეფასების რუბრიკები

 კონკრეტულ დავალებაზე მორგებული ანალიტიკური შეფასების რუბრიკა-ახალი გრამატიკული დროის შესწავლა/გააზრება.

კონკრეტულ დავალებაზე მორგებული ანალიტიკური შეფასების რუბრიკა-წაკითხულის გააზრება

პრეზენტაციის შეფასების ზოგადი ანალიტიკური რუბრიკა.


სხვადასხვა უნარების შეფაების რუბრკები.


 გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა

გაკვეთილის გეგმა
1
2
3
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ რეალისტური და გაზომვადია; ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და შეფასებადი და სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
კომენტარი
აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
აქტივობები  არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;  სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა  აქ.ატივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;  სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია  აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;  სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია  აქატივობებთან, ხოლო, კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
შეფასება
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული, ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები, რომელიც ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
კონკრეტულად არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
თვითშეფასება
გაკვეთილის გეგმას  თან  არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა / ახლავს, თუმცა იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საშუალებას არ აძლევს გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც სრულად აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.


საგაკვეთილო პროცესი
1
2
3
მოქნილობა/კრეატიულობა
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი - იგი მიჰყვება დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს.
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია დაგეგმილი აქტოვობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად.
აქტივობები და სწავლების მეთოდები
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და   მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
გამოყენებულია რამდენიმე  სხვადახვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის  ჩართულობასა და  მოტივაციის ამაღლებას,  ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი,  ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველან მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
რესურსები
არ იყენებს / არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და  ქმნის.
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
შეფასება
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია, ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
ნაკლებად ეფექტურად იყენებს  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
ეფეტურად იყენებს  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
კლასის მართვა
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მაწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია. 
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესქტუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში  არაეფექტურია.
მოსწავლეები  სრულად არიან ჩართული საგაკვეთლო პროცესში, დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად ახერხებს წესრიგის აღდგენას.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

წერითი დავალების შეფასების რუბრიკა

რიტერიუმები

სრულყოფილი

10

კარგი

9

საშუალოზე კარგი

8

საშუალო

7

სუსტი

6

ძალიან სუსტი

5

ნამუშევრის შესაბამისობა დავალების მიზანთან.

 

 

 

 

 

 

ნასრომის სტრუქტურული გამართულობა

 

 

 

 

 

 

(შესავალი,ძირითადი ნაწილი, დასკვნა, აბზაცები)

 

 

 

 

 

 

ლექსიკური ერთეულების მრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 


მოსწავლის თითშეფასების რუბრიკა



          კრიტერიუმები
ვცდილობ სამუშაო განწყობა შევიქმნა გაკვეთილის დაწყებამდე
რეგულარულად
ხშირად
იშვიათად
არასდროს
ძალიან ვინტერესდები გაკვეთილით და ვცდილობ ყურადღებით ვიყო




ხელს ვუშლი გაკვეთილის მსვლელობას




აგრესიულად ვარ განწყობილი გაკვეთილის მიმართ




დამოუკიდებლად ვერთები გაკვეთილის მსვლეობაში




ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ და საკლასო დისკუსიაში




ვცდილობ ყოველთვის ლიდერი ვიყო




ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს







No comments:

Post a Comment