ჩემ შესახებ

ჩემი მოსწავლეები

 

2021-2022 სასწავლო წელი ჩემთვის მთელი რიგი გამოწვევის წელია. ახალი ათვლის წერტილი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ახალი ქალაქი, ახალი გარემო, ახალი კოლექტივი და რა თქმა უნდა ახალი მოსწავლეები. პასუხისმგებლობა არასდროს მაკლდა, თუმცა იმდენად წარმატებულ და განათლებულ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, რომ ეს გრძნობა გამიორმაგდა. 

ამჯერად მე-VIII,IX,X,XIX,XII კლასებს ვასწავლი. არაჩვეულებრივი ბავშვები. პასუხისმგებლობის გრძნობის ზენიტი. აკადემიური მიღწევისა და განათლების მაღალი სტანდარტი. ეს ყოველივე ,,აკადემოსის" დახვეწილი სასკოლო კულტურის არსებობაზე მეტყველებს.

პიროვნულად არაჩვეულებრივი ბავშვები არაჩვეულებრივ სასწავლო გარემოს ქმნიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის დღეს არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ჩვენი მომავალი თანამშრომლისა და წარმატების გარანტია იქნება.

No comments:

Post a Comment