24.02.2022
ინტეგრირებული გაკვეთილი მერვე კლასში თემაზე: Nations, languages and nationalities.
დეტალურად იხილეთ საჩვენებელი გაკვეთილების ,,ფეიჯში"
--------------------------------------------
2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ანგარიში
2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა. ეს იყო სიახლეების, გამოწვევების, უცხო რეალობასთან ადაპტორების, ზღვა ემოციის, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის თავიდან გაანალიზებისა და ფაქტობრივად ყველაფრის ნულიდან დაწყების ეტაპი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ახალი სკოლა, ახალი მოსწავლეები, ახალი თანამშრომლები, ახალი ქალაქი, ახალი გარემო. სიახლეებს არასდროს ვუშინდებოდი, თუმცა ამდენმა ახალმა გამოწვევამ ახალი პასუხისმგებლობები დამაკისრა.
მერე იყო თბილი დახვედრა. გაშინაურება. გარემოსთან ადაპტირება და საბოლოოდ ჩემი ბუდე ავიშენე.
ემოციების მიუხედავასდ ახალი 2021-2022 წელი ჩვეული და შეიძლება ითქვას გაორმაგებული ენერგიითა და შემართებით დავიწყე. ნდობა უნდა გამემართლებინა. ნდობა, რომელიც სკოლამ გამომიცხადა.
სექტემბრის დასაწყისშივე შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა ჩემი ახალი სადამრიგებლო კლასისთვის და შევეცადე პირველი სემესტრის განმავლობაში, წინასწარ დაგეგმილი აქტივობები სრულყოფილად განმეხორციელებინა.
მოსწავლეებთან მუშაობა არ გამჭირვებია. თითოეულ კლასს ძალიან კარგად მოვერგე. მათთან ურთიერთობა მათი შინაგანი სამყაროს შეცნობითა და ინტერესთა სფეროების გაცნობით დავიწყე. გულახდილად ვსაუბრობდი საკუთარ ემოციებზეც. იმაზე, რომ ახალ გარემოში მათი დახმარება ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. სტრატეგიამ გაამართლა. ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან. შეუძლიათ თამამად მესაუბრონ თავიანთი განცდებისა და ემოციების შესახებ. მჯერა, რომ მასწავლებელი პირველ რიგში ადამიანობის, კეთილგანწყობილი და პოზიტიური სოციალური ურთიერთობების მაგალითს უნდა იძლეოდეს და კონკრეტული დისციპლინის სწავლება სწორედ ამ ღირებულებას დააშენოს. მიხარია, რომ ეს გამომივიდა.
ჩემი პროფესიული საქმიანობის ახალი ფურცელი ხუთ კლასთან ურთიერთობით დავიწყე.
მე-8,9,10,11,12 კლასები.
თითოეულ კლასი საკუთარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. თითოეულ კლასში გონებრივად კარგად განვითარებული მოსწავლე ირიცხება. თითოეულმა მოსწავლემ წარმატებით დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამა პირველი სემესტრის მონაცემებით. გააჩნიათ ძალიან დიდი პოტენციალი და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში თითოეული კლასის თითოეული მოსწავლე უმაღლესი შეფასების მქონე გახდება. რამდენიმე მოსწავლეში შეინიშნება სწავლისადმი მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისინებით დაგეგმილი აქტივობებით შევძლებ მოტივაციის დონის ამაღლებას.
პირველ სემესტრში ხუთივე კლასში სულ 11 შემაჯამებელი სამუშაო ჩავატარე. მათ შორის 3 მეთორმეტე კლასში. დანარჩენ ოთხ კლასში კი ორ-ორი. დავალებები ტესტირების სახით მქონდა წარმოდგენილი და მოიცავდა როგორც ღია, ისე დახურული ტიპის შეკითხვებს. შედეგებით კმაყოფილი ვარ. თითოეული კლასის მიერ შესრულებული თითოეული შემაჯამებლის საშუალო არითმეტიკული ქულა გამოიყურება ასე:
მე-8 კლასი. პირველი შემაჯამებელი: 8,7
მეორე შემაჯამებელი: 9,6
კლასის საბოლოო შეფასება პირველი სემესტრისთვის: 9
მე-9 კლასი. პირველი შემაჯამებელი: 8,1
მეორე შემაჯამებელი: 8
კლასის საბოლოო შეფასება პირველი სემესტრისთვის: 9
მე-10 კლასი. პირველი შემაჯამებელი: 8,5
მეორე შემაჯამებელი: 8,6
კლასის საბოლოო შეფასება პირველი სემესტრისთვის: 8,6
მე-11 კლასი. პირველი შემაჯამებელი: 9,8
მეორე შემაჯამებელი: 10
კლასის საბოლოო შეფასება პირველი სემესტრისთვის: 10
მე-12 კლასი. პირველი შემაჯამებელი: 9,3
მეორე შემაჯამებელი: 8
მესამე შემაჯამებელი: 7,6
კლასის საბოლოო შეფასება პირველი სემესტრისთვის: 9
თითოეული კლასის მოკლედ დახასიათება.
კლასი VIII
კლასი
ძალიან აქტიურია და გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მრჩება განცდა, რომ ჯეროვნად არ იყენებენ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს. მათთან
მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო იმდენად, რამდენადაც დავგეგმეთ
და განვახორციელეთ საკმაოდ საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე,, ადამიანური ღირებულებები“.
გარდა ამისა ცავატარეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური საახალწლო გაკვეთილი.
კლასი IX
კლასში
ნიჭიერი მოსწავლეები ირიცხებიან, თუმცა სატანადოდ არ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
განსაკუთრებით ბიჭებს უჭირთ გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება და ცდილობენ, რომ გაკვეთილის თემას გადაუხვიონ.
უყვართ ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც კავშირში არ არის საგაკვეთილო პროცესთან, რის
გამოც ხშირად იმსახურებებენ შენიშნვას.
პირველ
სემესტრში კარნიშნული კლასის მოსწავლეები ფაქტობრივას ონლაინ სწავლობდნენ და ძალიან
იშვიათად ცხადდებოდნენ სკოლაში.
საბოლოო
ჯამში მათი შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ვეცდები, რომ მათი მოტივაციის ამაღლებაზე
ვიზრუნო და სწავლა-სწავლების პროცესში მათი ინტერესები მეტად გავითვალისწინო.
კლასი X
კლასი საშუალო აკადემიური მოსწრებისაა, სადაც ირიცხება
სამი მაღალი, კარგი და დაბალი შეფასების მქონე
მოსწავლე. თითოეული მოსწავლე ძალიან ნიჭიერია, თუმცა არ აქვთ ცოდნისა თუ ემოციების
ჯეროვნად გამოხატვის უნარი. არიან ძალიან პასიურები და ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ
აქვთ დაბალი მოტივაცია. საგაკვეთილო პროცესში არ შემოდიან კონტაქტში და მათთან ურთიერთობა
მხოლოდ-კითხვა პასუხის რეჟიმით გამოიხატება. კლასშ ირიცხება ორი მოსწავლე, რომლებიც
არ გამოხატავენ მზაობას სწავლის მიმართ,რაც მათი მუშაობის ხარისხზე და საბოლოო შედეგზე
აისახება.
კლასი XI
კლასის
თითოეული მოსწავლე მარალი აკადემიური მოსწრებისაა. ძალაინ დიდ ინტერესს გამოხატავენ
ინგლისური ენის მიმართ, რაც საბოლოოდ მათ შედეგებზეც აისახება. მარალ დონეზე შეუძლიათ
თავი გაართვან ოთხივე დონის( წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი)შესაბამის დავალებებს.
მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპისა და დონის სასწავლო ოლიმპიადებში
და ძალიან კარგი შედეგებიც აქვთ. კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ ინგლისურ ენოვან ინტელექტუალურ
თამაშში ,,ქვიდიჩი“ მაქსიმალური 40 ქულიდან 40 ქულის მოპოვება შეძლო და მეორე ეტაპზე
გადავიდა. ერთმა მმოსწავლემ კი 39 ქულის მოპოვება შეძლო.
გარდა
ამისა, აქტიურად მონაწილეობდნენ ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც ორგანიზებული ოყო საგანმანათლებლო
პორტალ ეტალონის მიერ და ღირსეულად გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე.
მონაწილეობას
იღბდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროგრამირების კურსებშიც.
ასევე
აქტიურად იყვნენ ჩართული გამომცემლობა ,,სულაკაურის“ პროექტის ,,ყველაზე წიგნიერის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,, თარგმნე ეპიზოდი“
იმუშავეს
სასკოლო პროეტზე ,, გენდერული თანასწორობა“ რომლის წარდგენასაც იანვარში აპირებენ.
კლასი XII
კლასში
ნიჭიერი მოსწავლეები ირიცხებიან. სამი მოსწავლიდან ერთი განცხადების საფუძველზე სახლიდან,
ონლაინ ერთვება გაკვეთილებს. ორი მოსწავლე კი სისტემატიურად ცხადდება სკოლაში და ესწრება
გაკვეთილებს. მოსწავლეები თავისუფლად კითხულობენ და თარგმნიან მათი დონის (B1+) შესაბამის პროგრამულ ტექსტებს თუ ადაპტირებულ
ლიტარატურას. შედარებიტ უჭირთ გრამატიკულ სავარჯიშოებზე მუშაობა, თუმცა პარალელურად
ვმუშაობთ ხარვეზების აღმოფხვრაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე სემესტრში შეცდომების
რაოდენობას მინიმუმამდე დავიყვანთ.
დარწმუნებული ვარ, რომ მეორე სემესტრში არსებული შედეგი კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.
მიმდინარე სემესტრში განვახორციელე შემდეგი აქტივობები:
სასწავლო პროექტი მე-11 კლასში ,, გენდერული თანასწორობა"
კომპლექსური დავალება მე-9 კლასში ,,ეკოლოგიური პრობლემები და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები"
კომპლექსური დავალება მე-8 კლასში ,,ადამიანური ღირებუკებები"
პირველი სემესტრი საინტერესოდ დავასრულე მერვე კლასთან, რომელშიც ძალიან საინტერესო და ორიგინიალური საახალწლო გაკვეთილი სააქატო დარბაზში განვახორციელე.
სემესტრი კი გრანდიოზული საახალწლო კარნავალით დავხურეთ, რომელიც ორ განყოფილებიანი გახლდათ და დაწყებითი და მაღალი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით წარიმართა. ღონისძიებაზე სანტა კლაუსის როლიმოვირგე და წამყვანის ამპლუაში სწორედ ასე აღმოვჩნდი.
საბოლოო ჯამში პირველ სემესტრში საკუთარი მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან შევძელი იმ, აქტივობების განხორციელება, რომლებიც სასწავლო წლის დასაწყისში დავგეგმე.რაც შეეხება მეორე სემესტრს, შევეცდები ჩემი საქმიანობა გაცილებით პროდუქტიული გავხადო და კიდევ უფრო მეტი საინტერესო აქტივობა განვახორციელო.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომპლექსური დავალება თემაზე ,,ადამიანური ღირებულებები" მერვე კლასი.
No comments:
Post a Comment