ჩემ შესახებ

Thursday, October 28, 2021

  


---------------------------------------------------------


მიმდინარე წლის 22 დეკემბერს სკოლა ,,აკადემოსის" მერვე კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში საახალწლო, ორიგინალური გაკვეთილი ჩავუტარე:)





                          
                                                        ----------------------------------------------




2021-2022 სასწავლო წელი.

ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ახალი ქალაქი. ახალი კერა. ახალი სკოლა. ახალი გარემო. ახალი კოლექტივი. ახალი მოსწავლეები. ახალი ემოციები. შიში. შიში გამოწვევების, ახალ გარემოსთან ადაპტირების.

მე ,,აკადემოსელი" ვარ.

განსხვავებულ გარემოში დავიწყეთ. უემოციოდ, პირბადეებით, კომპიუტერებით. ჩვეული უჩვეულობით და პირუკუ.

აქ ახალი ვარ. ჩემი შემოქმედებითად აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობის რვა წელი აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლაში დავტოვე. სკოლაში, რომელმაც მასწავლებლად ჩამომაყალიბა და პედაგოგიკის სამყაროში წინ გამიძღვა.

დღეს ,,აკადემოსელი" ვარ. ჩვეული ენერგიითა და შემართებით დავიწყე. აქ სიყვარულით მიმიღეს. მოლოდინები უნდა გავამართლო.

დარწმუნებული ვარ, რომ დასახულს მიზანს აუცილებლად მივაღწევ და ერთ დღესაც, როცა უკან მოვიხედავ, ჩემი განვლილი გზით კმაყოფილი დავრჩები.

წარმატებები ყველას, ყველას, ყველას, ვისაც მოლოდინები აქვს. ვისაც იმედი აქვს. იმედი, რომ ერთ დღესაც უკეთეს სამყაროში გავიღვიძებთ და ტექნიკას სულ სხვა მიზნით გამოვიყენებთ და არა უემოციო მისალმებისთვის, რომელსაც ,,გამარჯობა. ჩართეთ კამერა. გაკვეთილი დაიწყო" ჰქვია.



No comments:

Post a Comment