ჩემ შესახებ

საჩვენებელი გაკვეთილები


მე-11 კლასი.

           08.04.2022 

ინგლისური ენის გაკვეთილი ბიოლოგიასთან .

მოსწავლეებმა ექიმის როლები მოირგეს. წარადგინეს სხვადასხვა დაავადებათა შესახებ წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები.

განიხილეს დაავადებები, შესაბამისი სიმპტომები და მათი მკურნალობის სტრატეგიები.

გაეცნენ ავადმყოფთა სიმპტომებს. დაადგინეს დაავადებები და შესაბამისი ,,მკურნალობაც" დაუნიშნეს პირადი გამოცდილებიდან.

დადგეს გადაცემა ,,ექიმების" ინსცენირება, რომლის ფარგლებშიც დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე და ამ კონტექსტში პირად გამოცდილებაზე ისაუბრეს.







----------------------------------------
ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის ტიპი: სამოდელო( ინტეგრირებული გეოგრაფიასთან)
კლასი: VIII
თარიღი: 24.02.2022
აქტივობები:
ა)სხვადასხვა ენაზე შესრულებულ სიმღერებში კონკრეტული ენის გამოცნობა.
ბ) რუკაზე მუშაობა. კონტინენტებისა და ოკეანეების დასახელება მათი მოცულობის, ჰავისა და სხვა თვისებების გათვალისწინებით.
გ) ცხრილზე მუშაობა. მოცემული ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის შესაბამისი ეროვნების, სახელმწიფო ენისა და ერთი საინტერესო ფაქტის დაკავშირება.
დ) ,,ტურისტული სააგენტო". ინსცენირება.
ე) პრეზენტაცია. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ორი კონკრეტული ქვეყნის რუკისთვის შესაბამისი ინფორმაციის დართვა.( ტრადიციული სპორტის სახეობა, საჭმელი. სახელმწიფო ენა, დედაქალაქი, ქალაქები და ა.შ)
პრეზენტაციის შესაქმენელად გამოიყენეს ტექნოლოგიებიც.
კმაყოფილი ვარ.:) მიზანს მივაღწიეთ.

გაკვეთილის გეგმის სანახავად დაჭირეთ სმაილს😊


ვიდეო კოლაჟი საგაკვეთილო პროცესიდან.

                                            




--------------------------------------------------------------------





                                        გაკვეთილის გეგმის ნიმუშის სანახავად დააჭირეთ სმაილს  😊


--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                            ერთი სახალისო გაკვეთილის გეგმა.

  

სკოლა

სკოლა ,,აკადემოსი"

კლასი

საგანი

ინგლისური ენა

გაკვეთილის თემა

Jobs

გაკვეთილის მიზანი

 

 

კლასგარეშე მასალებზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა პროფესიებისა და შაბამისი დაწესებულებების ინგლისურ შესატყვისებს. მოირგებენ სხვადასხვა ამპლუებს და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას. განივითარებენ მეტყველების, ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარებს.

ე.ს.გ-მით განსაზღვრული მისაღწევი სედეგები.

 

უცხ.ს.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტი (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).

უცხ.ს.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.

 

 

წინარე ცოდნა

მოსწავლეებმა იციან სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები. შეუძლიათ მარტივ ზეპირ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება, კითხვა და თარგმნა. ადეკვატურად რეაგირებენ მასწავლებლის მითითებებზე.

აქტივობები და დროის მენეჯმენტი

ორგანიზაციული საკითხები. სიის ამოკითხვა. გაკვეთილზე ქცევის დეკლარაციის ერთობლივად შედგენა. 3 წთ.

Aფაზა. გამოწვევის ფაზა.

აქტ.1. წინა გაკვეთილზე მიცემული უცხო სიტყვების გამოკითხვა მინიშნებებით. 4წთ.

მეთოდი: გონებრივი იერიში.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობის მიზანი: ახალი საგაკვეთილო თემის მიმართ პოზიტიური განწყობის შემნა და მოთელვა. ჩვიდმეტი ახალი სიტყვიდან, მინიმუმ ცამეტ სიტყვას გამოიცნობენ სწორად.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვთხოვ, რომ მომისმინონ ყურადღებით და გაიზარონ ჩემი მინიშნებები. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს მივანიშნებ ამა თუ იმ სიტყვაზე ერთი წინადადებით ინგლისურად, მან ხელი უნდა აწიოს და მითხრას შესაბამისი სიტყვა. მინიშნების გარდა ხელთ მექნება რამდენიმე პროფესიის ადამიანის ანიმაციური ფოტო. მას შემდეგ, რაც ამ ფოტოს მაღლა ავწევ თვალსაჩინოებისათვის, მოსწავლეები ასწევენ  შესაბამისი დაწესებულების ფოტოს, რომელიც მერხზე წინასწარ მაქვს მათთვის დალაგებული. მაგალითად: თუ ავწევ ექიმის ფოტოს, მათ საავადმყოფოს ფოტო უნდა ასწიონ და იქვე ამ დაწესებულების ინგლისური შესატყვისიც უნდა გაახმოვანონ. ბოლოს კი თითო მოსწავლეს ვთხოვ, რომ მინიმუმ 3 პროფესია მაინც დაასახელონო ისე, რომ სიტყვები არ განმეორდეს.  აქტივობის ბოლოს გავცემ უკუკავშირს.

Bფაზა

აქტ.3.  უცხო ტექსტის კითხვა.8წთ.

მეთოდი: ჩუმი კითხვა.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობის მიზანი: კითხვისა და თარგმნის უნარებზე მუშაობა. ლიგიკური კავშირების დამყარება. პროფესიისა და შესაბამისი დაწესებულების სწორად გამოცნობა.(ორივე მათგანი)

აქტივობის აღწერა: ,,power point“-ში წარმოდგენილია  იმდენივე მცირე ზომის ტექსტი, რამდენი მოსწავლეც ირიცხება კლასში. თითოეული ტექსტი შეეხება სხვადასხვა პროფესიის ადამიანს. მათში გამოტოვებულია სწორედ ის ადგილი, სადაც ტექსტის შესაბამისი პროფესია უნდა ჩაიწეროს. თითოეულს ტექსტს მინიჭებული აქვს ნომერი. მას შემდეგ რაც ტექსტი გამოცნდება ეკრანზე, მოსწავლეებს შევთავაზებ ყუთს და ვთხოვ, რომ შიგნით ჩაუხედავდ ამოიღონ ერთი ნომერი. გამომდინარე აქიდან, თითოეული მოსწავლე წაიკითხავს იმ ტექსტს, რომლის ნომერიც შეხვდა. ტექსტი ჩუმი კითხვის მეთოდით მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც თითოეული ბავშვი დაასრულებს კითხვას, ვიკითხავ გამოიცნეს თუ არა, რომელი პროფესიის ადამიანის შესახებ შეხვდათ ტექსტი და გამოიცნეს თუ არა ეს თუ ის პროფესია ტექსტის მიხედვით და ჩაწერონ ის სპეციალურ ცხრილში, რომელიც მერხზე უდევთ. გარდა პროფერსიისა, ცხრილში უნდა ჩაწერონ ის რამდენიმე ვალდებულება, რაც აღნიშნული პროფესიის ადამიანს ევალება. აქტივობის ბოლოს გავცემ უკუკავშირს.

Job

Duty

 

 

 

 

 

 

 

აქტ.4. “ ,,სააგენტო“  12წთ.

მათოდი: სიუჟეტური მეთოდი.

აქტივობის მიზანი: ცოდნის განმტკიცება. მოსმენის უნარის განვითარება და ზეპირმეტყველების განვითარება. ექვსი მოსწავლიოდან მინიმუმ ოთხი სწორად გამოიცნობს დამქირავებლის მოთხოვნას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

აქტივობის აღწერა: სააგენტოში სხედან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ეძებენ სამუშაოს და ელოდებიან დამქირავებელს. დამქირავებლები კი რეკავენ ოპერატორთან და მინიშნებით ეუბნებიან მას, თუ რომელი პროფესიის ადამიანი სჭირდებათ. ტელეფონი დიქტოფონზეა ჩართული და პროფესიონალებს ესმით დამქირავებელთა საუბარი. მას შემდეგ, რაც დამქირავებელი მის მოთხოვნებს გააჟღერებეს, შესაბამისი პროფესიის ადამიანი ადგება(უნდა მიხვდეს, რომ ,მასზეა მოთხოვნა) მივა ოპერატორთან, გამოართმერვს ყურმილს და დამქირავებელს მოახსენებს, თუ რა პროფესიის არის და რომ მზად არის ემსახუროს. შემდეგ კი ხელს მოაწერს ჟურნალში და გავა სამუშაოდ. აქტივობის ბოლოს გავცემ  უკუკავშირს და განმავითარებელ უკუკავშირს.

 

აქტ.5. ლოგიკური კავშირები. 8 წთ.

მეთოდი- დაკავშირების მეთოდი.

აქტივობის მიზანი: მიღებული ცოდნის ორგანიზება. შესაბამისობების დადგენისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს მიეცემათ სპეციალური სამუშაო ფურცლები, რომლებზეც პროფესიები, მათი შესაბამისი ინგლისური შესატყვისები და დაწესებულებები სხვადასხვა ადგილებზეა მიმოფანტული. მათ უნდა მოახერხონ თითოეული მათგანის ერთმანერთთან სწორად დაგავშირება ხაზებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ მათ ეკრანის მეშვეობით სწორი პასუხების ფურცელს ვაჩვენებ და მივცემ საშუალებას, რომ თავიანთი ნამუშევრები შეადარონ. აქტივობის ბოლო კი რა თქმა უნდა გავაკეთებ განმავითარებელ კომენტარს და მათაც ვთხოვ, რომ შეაფასონ აქტოვობაზე მუშაობის პროცესი.

აქტ.7.  ვიქტორინა. 8წთ.

მეთოდი: შერჩევითობის მეთოდი

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური

აქტივობის მიზანი:   ცოდნის განმტკიცება და მოსწავლეთა მიღწევის დონის  განსაზღვრა.  ექვსი შეკითხვიდან მინიმუმ ხუთ შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მონიტორის მეშვეობით შევთავაზებ ვიქტორინას პროფესიებთან დაკავშირებით. თითოეული ღია შეკითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი ექნება.  თითო შეკითხვაზე საპასუხოდ გამოყოფილი იქნება 15 წამი. დროის ამოწურვიოს შემდეგ ეკრანზევე გამოჩნდება სწორი პასუხი. დაახლოებით სამი შეკითხვის დასმისას ინდივიდუალურად შევეკითხები მოსწავლეებს, თუ რომელი პასუხი მიიჩნიეს სწორად და რატომ. ბოლოს კი დავთვლით სწორ პასუხებს და მოსწავლეებს აპლოდისმენტებით დავაჯილდოვებთ. პირველ ადგილზე გასულს კი სიგელით.

აქტ. 8.  საშინაო დავალება. 3 წთ.

მეთოდი: ვერბალური ახსნა.

მიზანი: პრაქტიკული სავარჯიშოებით ცოდნის განმტკიცება.

აღწერა: მოცემული სიტყვების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ თავიანთი ოჯახის წევრების, მათთვის მისაბაძი ადამიანებისა და მათი სამომავლო პროფესიების შესახებ.  

აქტ.8. უკუკავშირი. 3წთ.

მეთოდი: ვერბალური

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

მიზანი: გაკვეთილის შეფასება და მოსწავლეთა დამოკიდებულებების დადგენა.

მოსწავლეებს მივცემ საშუალებას თავად შეაფასონ გაკვეთილი და ისაუბრონ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.  შეაფასონ თავიანთი როლი მუშაობის პროცესში.

ბოლოს კი მოსწავლეებს შევაფასებ როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით.

 

რესურსები

თაბახები, ნოუთბუქი, პროექტორი, კალამი, ხმის გამაძლიერებელი.

შეფასება

განმავითარებელ-განმსაზღვრელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრიტერიუმები

ძალიან კარგად

კარგად

არასრულყოფილად

1

დავალების ზუსტად შესრულება.

 

 

 

2

გონებრივი იერიშისას პროფესიებისა და სხვადასხვა დაწესებულებების ერთმანეთთან ლოგიკური დაკავშირება.

 

 

 

3

უცხო ტექსტის გააზრება და შესაბამისი სავარჯიშოს შესრულება.

 

 

 

4

იმიტაციური აქტივობისას მოსმენილ მოთხოვნებზე ლოგიკური რეაგირების მოხდენა.

 

 

 

 

 

 

5

პრაქტიკული სავარჯიშოს ,,ლოგიკური კავშირები“ შესრულება და ცოდნის ორგანიზება.

 

 

 

 

6

 

ვიქტორინაში მონაწილეობა. ორგანიუზებულობა და შეკითხვებზე სწორი პასუხების გაცემა.

 

 

 

                                     

                                          გაკვეთილის შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

 

 

 

 

 

 

 

დანართი1

 

   

დანართი2

  

 


No comments:

Post a Comment